ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში სოფლის კრებაზე, რომლის ინიციატორიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტში „სტუდენტები თვითმმართველობებისთვის“ სტუდენტები, მათ ეტაპობრივად გამოივლიეს ისტორიული წარსული. შეხვედრაზე განიხილეს სოფელში მდებარე უძველესი ისტორიული ძეგლის „როდოპოლისისა და მის ტერიოტირიაზე არსებული სასაფლაოს რეგულირების საკითხი”. სოფლის კრებამ განიხილა შეთავაზებული ინიციატივები და მიიღო გადაწყვეტილება:კულტურული ძეგლის შიდა ტერიოტირაზე მდებარე თვითნებური სასაფალოს რეგულირების საკითხი მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი იურიდიული და ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფით
ძეგლის მიმდებარე გარემოს დაუსფთავება/ ეკალ-ბარდების გაკაფვა და ურნების განთავსება.
საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, ძეგლის ცნობადობის გაზრდის მიზნით.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განიხილოს სამუშაო ჯგუფის მიერ დამატებით შემოთავზებული ხედვა,სოფლის ტურისტული პოტენციალის ათვისების, რაც მოიცავს შემდეგს: კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობით განთავსდეს გზებზე მიმანიშნებელი ნიშნები, ხოლო ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე-საინფორმაციო დაფა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული მარშუტების გაჩენას და ზოგადად ტურისტების მოზიდვას.
ადგილობრივი ხელისუფლება თავიდანვე უჭერდა მხარს ამ ინიციატივებს.