USAID-მა და CENN–მა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებირეგიონებში“ პროგრამის მეორე ფაზის – WMTR II – განხორციელება დაიწყო. პროგრამა განაგრძობს საქართველოსმთავრობის ხელშეწყობას ნარჩენების მართვის სექტორისმოდერნიზების, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურიეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივირესურსების პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპებისგამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ნარჩენებისმავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასადა გარემოზე.
WMTR II განაგრძობს მუშაობას კახეთის რეგიონსა და აჭარისა.რ.–ში და აფართოებს თავის საქმიანობას ახალ არეალში – შიდა ქართლსა და ქალაქ თბილისში. პროგრამა დაეხმარებასაქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისმოთხოვნების შესრულებაში, იმისათვის, რომ ქვეყანაშიდამკვიდრდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც საქართველო–ევროკავშირის ასოცირებისშეთანხმებასთან იქნება შესაბამისობაში.
პროგრამა ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომებისდანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერითანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები დაგადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.
WMTR II აგებულია პროგრამის პირველი ფაზის განმავლობაშიდაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე და მოიცავს ოთხძირითად მიმართულებას:
- ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემისგანხორციელება
- ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორისგაძლიერება
- ჯარიმები გარემოს დაბინძურებისათვის და ნარჩენებისმართვის სატარიფო პოლიტიკა
- ცნობიერების ამაღლება.
საკონსულტაციო მხარდაჭერას პროგრამას ქალაქებისა დასაგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) გაუწევს.