15 მაისს მსოფლიო აღნიშნავს კლიმატის საერთაშორისო დღეს. ამ დღის აღნიშვნით ორგანიზატორებს სურთ, მოსახლეობას შეახსენონ თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო. კლიმატის შენარჩუნება, დღესდღეობით, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა. გლობალური დათბობა, ოზონის ფენის გაზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა, სწორედ ეს ყველაფერი იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას კაცობირობას.
მეცნიერებს არ შეუძლიათ გასცენ კითხვაზე პასუხი თუ რამდენ ხანში მოხდება კატასტროფული ცვლილებები დედამიწაზე? თუმცა ეკოლოგებისა და მეტეოროლოგების თქმით, ამ ცვლილებეების შეჩერება ადამიანებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
მთავარი პრობლემა რამაც, შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის სწრაფი ცვლა პლანეტაზე, ეს არის ატმოსფეროში ნახშიროჟანგის სათბურების ზრდა. პირველად ეს პრობლემა განიხილეს 1992 წელს რიო დე ჟანეიროში ბუნების დაცვის სამიტზე, სადაც 180 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი პეტიციას კლიმატის ცვლილების შესახებ.
შემდეგი კომნფერენცია გაიმართა 1997 წელს ჩინეთში, სადაც მოწვეულმა წევრებმა პროტოკოლს მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც მათ უდნა განევითარებინათ საკუთარ ქვეყნებში კლიმატის მდგომარეობა.
10 წლის შემდეგ, 2007 წლის დეკემბერში, ინდოეთში (ბალში) გაიმართა კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, სადაც 190 ქვეყნის დელეგატმა ხელი მოაწერეს საერთაშორისო შეთანხმებას,რომლის შემდეგაც თითოეული ქვეყნის ლიდერი მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა ქვეყანაში შემცირდეს ნახშიროჟანგის გამოყოფა და გააკონტროლოს ქარხანები და ა.შ.
დედამიწაზე, კლიმატის ცვლილება დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე. ამისათვის, საჭიროა ნაკლებად გავანადგუროთ ტყე, დავიცვათ სანიტარიული ნორმები ქარხნებში და ქიმიური ნარჩენებით არ დაბინძურდეს გარემო.
15 მაისი კლიმატის საერთაშორისო დღეა
15
მაისი