RSS

თბილისში სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანებისთვის 20 აპრილს 13 ადამიანი დააჯარიმეს

21 აპრილი

“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, გუშინ, 20 აპრილს, ინსპექტირების დაწყებიდან პირველივე დღეს, სულ 14 მოქალაქე დააჯარიმეს თბილისის ქუჩების დანაგვიანებისთვის.

თბილსერვის ჯგუფის განცხადებით, 13 ადამიანი სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის 80 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ერთი პირი სამშენებლო ნაგვის გადაყრისთვის.

კომპანიის ცნობით, ინსპექტირება განხორციელდა თბილისის ცენტრალურ ნაწილში; აღმაშენებლის გამზირზე, ვაკის პარკისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

20 აპრილიდან “თბილსერვის ჯგუფის” მონიტორებმა ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება დაიწყეს. ქუჩების დანაგვიანებისთვის განკუთვნილია ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდე:

  • 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
  • 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით
  • იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
  • ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
  • ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.
  • http://netgazeti.ge/news/188827/
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s