RSS

გიორგი დვალაშვილის წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრების“ წარდგინება

02 მარ

asi-saocreba14 მარტს, სამშაბათს, 18 საათზე ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი. ჭავჭავაძის ქ. #1) პეტრე მელიქიშვილის აუდიტორიაში (#115) თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრების“ წარდგინება გაიმართება.


გამომცემლობა კლიომ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით სერიით „საქართველოს საგანძური“ ახალი წიგნი „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამოსცა. უკვე გამოსულია „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“.
ახალ გამოცემულ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი. ზოგი მათგანი კარგადაა ცნობილი, ზოგი შედარებით ნაკლებად. ობიექტები წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით, რა თქმა უნდა წიგნში ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლებიცაა შეტანილი.
წიგნში მოთავსებული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ობიექტები მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s