მთელ მსოფლიოში 19 თებერვალს აღნიშნავენ, როგორც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე, არა მხოლოდ ვეშაპების დასაცავად აღინიშნება, არამედ ყველა ზღვის ძუძუმწოვართა და ზღვის ბინადართა დაცვის დღედ მოიაზრება და დაარსდა 1986 წელს, საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ (International Whaling Commission, IWC). კომისია დღემდე ებრძვის მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას.ვეშაპთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით კომისიას სურს ,რომ მთავრობა და მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცხოველების დაცვაზე, რადგან დღემდე ზღვის ძუძუმწოვართა, მხოლოდ 119 სახეობაა შემორჩენილი. ვეშაპებზე და ზღვის ძუძუმწოვრებზე უკანონო ნადირობა, დაახლოებით 200 წელია გრძელდება, რამაც გამოიწვია მათი რიცხვის შემცირება და ვეშაპთა რამდენიმე სახეობის გადაშენებაც.
ამ დროს, ვეშაპები არიან ყველაზე მგრძნობიარე არსებები და ისინი არეგულირებენ ოკეანეების ბიოლოგიურ სტაბილურობას. ამიტომ, ვეშაპების და სხვა ზღვის ძუძუმწოვართა რიცხვის შემცირებას მივყავართ საზღვაო ეკოსისტემის ბალანსის დარღვევამდე. ნებისმიერი ვეშაპის და ზღვის ძუძუმწოვართა სახეობა არის განუმეორებელი და მათი გადაშენება დიდი დანაკარგია სამყაროსთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვეშაპთა კომისია აქტიურად იცავს ვეშაპებს და ზღვის სხვა ბინადრებს, მსოფლიოში მაინც აქტიურად გრძელდება მათზე ნადირობა. მოსახლეობა მათზე ნადირობის გარდა, მათ გადაშენებას სხვადასხვა გზებით „უწყობს ხელს“ მაგალითად: ოკეანეების ნაბინძურებით ნაგვით და ნავთობით.
ასეთი ვითარების გამო, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს გაანალიზონ თავიანთი ქმედებები და იფიქრონ პლანეტის მომავალზე. უამრავ ქვეყანაში არსებობს ზღვის ძუძუმწოვართა დამცველი კლუბები და ისინი ქმნიან სპეციალურ წყალსაცავებს, სადაც გადაშენების პირას მყოფ ზღვის ძუძუმწოვრებს უსაფრთხო გარემოში უშვებენ.
სპეციალურად ამ დღეს მთელ მსოფლიოში ვეშაპების დამცველები, ეკოლოგიური ჯგუფები, ატარებენ აქციებს ვეშაპთა და ზღვის ძუძუმწოვართა გადასარჩენად, მოსახლეობას აცნობენ ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშა სამყარო.
მეცნიერები კვლევების თანახმად, ერთ-ერთი უძველესი ვეშაპის ჩონჩხი 26 მილიონი წლისაა. ლურჯი ვეშაპი – მსოფლიოში ყველაზე დიდი არსება, რომლის წონა 200 ტონაა.
ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღე
19
თებ