2017 წლის 8 თებერვალს, ოთხშაბათს 12:20-ზე აზერბაიჯანის რესუბლიკაში დაბა სანგაჩლთან ახლოს მდებარე ოთმან ბოზდაღის ტალახის ვულკანში ბუნებრივი აირის სადინარში ცეცხლის ალი ამოიფრქვა და გრძელდებოდა 20 წუთის განმავლობაში. ამოფრქვეული ტალახი ათ ჰექტარზე გაიშალა.
ცეცხლის ალის სიმაღლე 250-300 მ-მდე დაფიქსირდა, მიმდებარე ტერიტორიაზე ამოფრქვევის შედეგად დიდი ღრუბელი წარმოიქმნა. ოთმან ბოზდაღი ქალაქ ბაქოდან 35-კმ კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. შეფარდებითი სიმაღლე 404 მეტრის მქონე ოთმან ბოზდაღი აზერბაიჯანის ყველაზე მაღალი ტალახის ვულკანია. კრატერის დიამეტრი არის 350 მეტრამდე. იგი ბოლოჯერ 1965 წლის 1 ოქტომბერს ამოიფრქვა.
ტალახის ვულკანი სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც გამუდმებით ან დროდადრო აფრქვევს ტალახს, აირს, ხშირად წყალთან და ნავთობთან ერთად. გვხვდება ნავთობიან და ვულკანურ არეებში, სადაც ფუმაროლებად გვევლინებიან და რომლებიც ჭრიან თიხასა და ვულკანურ ფერფლს. ტალახთან ერთად გამოყოფილი აირები ხშირად ქმნიან თვითაალებადობას, რასაც მოჰყვება ეგრეთ წოდებული ჩირაღდნების წარმოშობა. ტალახის ვულკანების სიმრავლით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც დაახლოებით 350-მდე ტალახის ვულკანი არსებობს.
ინფორმაცია მოგვაწოდა ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის 3 სემესტრის სტუდენტმა ამირხან მამედოვმა.