სერიით „საქართველოს საგანძური“ უკვე გამოსულია „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“. ამჯერად გამომცემლობა კლიომ გამოსცა ახალი წიგნი — „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“, რომლის ავტორია გიორგი დვალაშვილი. წიგნში საქართველოს ბუნების ასი ძეგლი — ბუნების ასი საოცრებაა წარმოდგენილი, რომლებიც მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაფერისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის.
124 გევრდიანი, ფერადი წიგნის “ბუნების ასი საოცრების” ავტორი გიორგი დვალაშვილია. წიგნი ილუსტრირებულია 350 ფოტოკადრით და რუკით, .