RSS

ბაღდათში მოსწავლეთა ვიქტორინა ,,როგორ ვიცნობთ ბაღდათის მუნიციპალიტეტს“ გაიმართა

26 დეკ

 

bardati 25 დეკემბერს ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საბავშვო უნივერსიტეტის”, თსუ-ს ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლისა”, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდის, აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გეოგრაფიული ვიქტორინა. ვიქტორინაში მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ დასმული იქნა 15 შეკითხვა. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა: ქალაქ ბაღდათის №1, ქალაქ ბაღდათის №2, სოფელ ობჩის №1, სოფელ ფერსათის №2, სოფელ ვარციხის, სოფელ როკითისა და სოფელ  დიმის №1 საჯარო სკოლები, სულ 35 მოსწავლე.

გეოგრაფიული ვიქტორინის ჟიურის წევრები იყვნენ: თსუს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ფერეიდნელი ქართველი პროფესორი აკბარ მოყადასი-ზუბიტაშვილი და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა. გამარჯვებულები გახდნენ  სოფელ ფერსათის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ქეთევან კოხოძე,  ჯუმბერ თავხელაძე,  ჯუმბერ იოსებაშვილი, რუსუდან დემეტრაძე,  სალომე სახამბერიძე. ხოლო გამარკვებული გუნდის პედაგოგი არის გოჩა ნერგაძე.  გამარჯვებულები დიპლომებით, რუკებით და თსუ-ს სიმბოლიკიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ გრიგოლ მაჩიტაძემ და თსუ-ს ისტორიის დოქტორმა ალექსანდრე (სანდრო) მარუაშვილმა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s