RSS

ბაღდათობა 2016 ზღვის დონიდან 2220 მეტრზე-ქვასაყდარაზე ტურისტული რუკის პრეზენტაცით აღინიშნა

29 ოქტ

 

14881665_10154686127539310_1321633134_o27 ოქტომბერს ქალაქ ბაღდათში სახალხო დღესასწაული ,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,ბაღდათობა 2016“ ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილისა და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების  განვითარების ცენტრის მენეჯერის გოჩა ხორავას ავტორობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქართულ და ინგლისურ ენოვანი გზამკვლევი დაიბეჭდა. გზამკვლევი შედგება მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ მოკლე ინფორმაციისაგან, აგრეთვე გზამკვლევში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინტერესო ადგილების ფოტოსურათები. გზამკვლევის შიდა ნაწილში განთავსებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინგლისურ ენოვანი ტურისტული რუკა.

ბაღდათობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გზამკვლევის ავტორებმა ტურისტებთან ერთად, ერთ-ერთი სიანტერესო მარშრუტის საირმე-,,წითელი მინდორი“-ქვასაყდარას შეფასებით გააგრძელეს, ბუკლეტის პრეზენტაცია მოხდა კემპინგ ,,ქვასახტარაზე“ ასებულ კოტეჯში. კემპინგი ,,ქვასაყდარა“ 2015 წელს ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 0,5 კმ მოშორებით  დიდმაღალას მთა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზა-გასაყარი. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რაც ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ ,,ძაბრი“ სადაც იმერეთის ტერიტორიიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება  სამცხე-ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, განსაკუთრებით აგვისტო-ოქტომბერში. ბერდვოჩერებისათვის (ორნეტოლოგები) არის იდეალური ადგილი, რადგანაც ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი  ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ.  აქვე იმართება სხვადასხვა ზეიმი. ყოველი წლის 9 აგვისტოს ქვასაყდარას მიდამოებში მთის დღესასწაული იმართება. დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ბაღდათისა და ადიგენის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიებები ტარდება, ღონისძიებას მომავალი წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც შემოურთდება. ქვასაყდარას მონახულება ზამთრის თვეშიც შესაძლებელია. მიმდებარე საინტერესო ადგილების ხედებიც კარგად იშლება.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s