ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (4 ოქტომბერი) დაკავშირებით, 1 – 2 ოქტომბერს Dog Organization Georgia (D.O.G) ყველა მსურველს გიწვევთ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:
- შაბათს 13:00–დან 15:00 საათამდე QSI-ის სკოლაში, რომელიც მდებარეობს ზურგოვანის სოფელში, გაიმართება ღონისძიება სადაც შესაძლებელი იქნება ძაღლების ნახვა და სურვილის შემთხვევაში, მათი სახლში წაყვანა
- კვირას 12:00–დან 16:00 საათამდე ლისის ტბაზე მდებარე ძაღლების თავშესაფარში გაიმართება D.O.G.-ის ღია კარის დღე. მოდით და მოიყვანეთ მეგრობრები, ოჯახის წევრები, მოხალისეები! ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსია, პრეზენტაცია თავშესაფრის მუშაობის შესახებ, შესაძლებელი იქნება ძაღლების გასეირნება და მათთან თამაში, ბავშვებისათვის დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება.