RSS

მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები

07 ივლ

gvirila mzeქ. ქუთაისის რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ სკვერში ჩატარდა გვირილის ფორმის “მზის ხის” პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გვირილის ფორმის “მზის ხე”, როგორც სუფთა დაუსაფრთხო ენერგიის წყარო ჯანსაღი გარემოსათვის. მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები გარდაქმნის მზის ენერგიას ელექტრო ენერგიად და საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟებული დასამუხტი საშუალებებით დღე-ღამის განმავლობაში 50-60 და ერთდროულად 30 ელექტრო მოწყობილობის დამუხტვა. მზის გვირილის შექმნა შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დაბალ ემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS)  სუფთა ენერგიის პროგრამის “ფარგლებში დაგეგმილი სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში.

ჩატარდა ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტის დემონსტრირება საფეხბურთო კლუბ „ტორპედოქუთაისის“ ბაზაზე, სადაც დამონტაჟდა ქსელთან მიერთებული ფოტოვოლტაიკური განათების სისტემა, დამონტაჟდა 2000 ლიტრი ტევადობის მზის სისტემაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი სისტემა,რომელიც მიუერთდა არსებულ, ბუნებრივ აირზე მომუშავე ცხელ წყალმომარაგების სისტემას, ტორპედოს ბაზის შენობაში არსებული 350ცალი არაეფექტური (ვარვარა) ნათურები შეიცვლა ენერგოდამზოგინათურებით.  პროექტი განახორციელდა კავშირი „ენერგოეფექტურობისცენტრი საქართველო“-ს მიერ  BP-სა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, აშშ-ისსაერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)/„ვინროკინტერნეიშენალ ჯორჯიას“ თანადაფინანსებით.

პრეზენტაციებს დაესწრნენ ქ. ქუთაისის თვითმმართველობის, აშშ-ისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ვინროკინტერნეიშენალ ჯორჯია-ს, BP- საქართველოსა და ენერგოეფექტურობისცენტრის წარმომადგენლები.

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათაგაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას განახორციელებს ‘ვინროკინტერნეიშენალ ჯორჯია’ აშშ-ის საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს/USAID მხარდაჭერით. ამ პროექტის საშუალებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღონისძიებების გატარებით კლიმატის ცვლილებების შერბილების უზრუნველყოფას და ამასთან, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიან მართვასა და განვითარებას.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s