RSS

The Forum პირველი ნომრის პრეზენტაცია

04 ივლ

Wiqebi 001კონფლიქტების და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ჟურნალის The Forum პირველი ნომრის პრეზენტაცია შედგება „ევროპის სახლში“ 5 ივლისს, 18:30 საათზე. ჟურნალს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმი“  გამოსცემს.

ჟურნალში გამოქვეყნებულია ქართველი, ოსი და აფხაზი ავტორების მიერ მოწოდებული, როგორც საინფორმაციო, ისე ანალიტიკური შინაარსის მასალები, ინტერვიუები და ფოტორეპორტაჟები. ჟურნალი თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის, პარტნიორებთან აშშ-დან, ევროპიდან და კავკასიის რეგიონიდან. მკითხველი გაეცნობა სტატიებს  ბალკანეთის, კვიპროსის, სამხრეთ კავკასიისა და სხვა რეგიონული კონფლიქტების შესახებ.

სტატიების ავტორები  ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან.

ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების რესურსების წარმოჩენაზე და მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ ადამიანთან და ინსტიტუციასთან, რომელიც ამ კუთხით შესთავაზებს  საინტერესო ინიციატივებს.

„სამოქალაქო ფორუმი“ კონფლიქტის მხარეების მონაწილეობით 2007 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანიც სწორედ კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციების დამყარება და ნდობის აღდგენაა. ჟურნალი “The forum” აღნიშნულ თემატიკაზე  მუშაობის ფარგლებში შეიქმნა.

The Forum-ის გამოცემა დაგეგმილია ყოველკვარტალურად  და დარიგდება უფასოდ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s