RSS

მე ჟურნალისტი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი

31 მაისი

aleqsandreოლიკო ცისკარიშვილი

“დედა, მეგობრის დაბადების დღეზე მივდივართ ბარში და გამიშვებ?” – მეკითხება ჩემი უმცროსი ვაჟი, და ვიდრე პასუხს დავუბრუნებდი, მასზე ორი წლით უფროსი ჩემი გოგონა ეუბნება: “მაგას რატომ ეკითხები, არ იცი ვინაა ოჯახში დომინანტი?” და იმ წამს მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდადაა. ბავშვების აზრით, დომინანტი ოჯახში შემომტანი, ჩემი ქმარია. სწორედ, ის ადამიანი, რომელთანაც ერთად, 18 წლის წინ, გადავწვიტე ცხოვრების ქალ-ბორბლიან ბილიკებს გავდგომოდი. მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ჩვენს ორ შორის დომინანტი იქნებოდა რომელიმე, არა თუ შვილების თვალში – მეგობრების ნათესავების, ახლობლების, საზოგადოების. ჩვენ ერთად შევქმენით ოჯახი და ერთნაირად უნდა გადაგვენაწილებინა პასუხისმგებლობაც – ჭირიც და ლხინიც. სწორედ, მაშინ დავფიქრდი, ჩემს სტატუსზე, ვინ ვარ, ამ პატარა სოციუმში, რომელსაც ოჯახი ქვია – დედა, მეუღლე თუ? და აღმოვაჩინე რომ “თუ”… – სწორედ, ის “თუ”, რომლის წინაშეც ბევრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება. აღმოვაჩინე, რომ ჩემდაუნებურად, ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (ამ მდგომარეობას სპეციალისტები ფსიქოლოგიურ ძალადობას ეძეხიან).

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, როცა ბავშვებმა სადღაც მთხოვეს წასვლა, ვთქვი – მამას კითხე… მამამ ვერ გაიგო ჩემი (ანდა საკუთარი დომინანტობის, ანდა თვითდამკვიდრების გამო), დათანხმდა და ბავშვებს დათანხმდა. სწორედ, ასეთი წვრილმანებიდან იწყება დომინანტის გამოვლინება არა მარტო ოჯახში. დომინანტის სიტყვას თუ ქმედებას უფრო მეტი წონა აქვს და მეტი დაფასება. უცებ მივხვდი, რომ შარში ვარ და ასე იოლად ვერ დავაღწევ თავს. მიხვდი, ბავშვები მართლები არიან, – ისაა დომინანტი, ყველგან – არა მარტო მათთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, საზოგადოებაში. ისაა დომინანტი და ნებით თუ უნებლიეთ ყოველთვის ვუთმობ, ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს, მხარში ვუდგევარ და ა.შ. მე და არა ის… დათმობაზე ყოველთვის მე მიწევს წასვლა, რიგი მიზეზებისა თუ საზოგადოებრივი აზრისა, თუ შეხედულებების გამო, ასე გახდა ის დამინანტი. ოჯახის შექმნა და პატარების დაბადება ყოველთვის მოითხოვს დათმობაზე წასვლას, თუმცა, ამ დათმობაზე მუდამ ქალი მიდის, რადგან დედობის პასუხისმგებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და პატარის გამო, ყველა დედა მზადაა დათმობაზე წავიდეს… ასე ხდებიან კაცები დომინანტები.

ამის გამო, უარი ვთქვი ვყოფილიყავი მასზე ეკონომიურად დამოკიდებული და ხშირად, დღე და ღამეს ვათენებ, რომ ჩემი სამგზავრო ფული მაინც მქონდეს. “დომინანტ” ქმარს ვატყობ, რომ არც ეს მოსწონს, რომ ხშირად კაპიკებზე ვმუშაობ და არანაირ საქმეს არ ვთაკილობ. ამით მინდა ჩემს შვილებს დავანახო, რომ მხოლოდ კაცი არაა ოჯახის თავი. მინდა დავანახო, რომ ქალსაც შეუძლია აკეთოს სახლის გარდა უამრავი საქმე. მათ ხომ ოჯახები უნდა შექმნან და არ მინდა “დომინანტის” სტერეოტიპით იცხოვრონ.

საქართველოში, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა უკვე ძალიან გვიანია. შარშან, 40-მდე ოჯახში ძალადობის ფაქტი ფატალურად დასრულდა, მსხვერპლი კი ყველა შემთხვევაში, ქალია. საქართველოში, უამრავი ქალი განიცდის ძალადობას, (ფიზიკურს, ეკონომიკურს, ფსიქოლოგიურს, სექსუალურს). ბევრი ალბათ ჩემსავით გვიან ხვდება, ბევრს გაანალიზებილი არ აქვს, ბევრმაც უბრალოდ არ იცის, რომ ძალადობის მსხვერპლია. უმრავლესობამ მისი მოგვარების გზები არ იცის, ბევრმა საკუთარი კონსტიტუციური უფლებებიც კი. საქართველოში გამოკითხულთა 78% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემაა და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია. ბევრიც რელიგიის მიმდევარია და ხმას არ იღებს, რადგან ქმრის მორჩილება ყოფილა ქალის ვალდებულება. თან სამღვდელოებაც ქადაგებს, რომ ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს. ამას წინათ, შევესწარი, ერთ-ერთი მოძღვარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლს როგორ მოძღვრავდა, ქმრის სახლიდან წამოსულ ქალს, როგორ ავალდებულებდა ისევ მოძალადე ქმართან დაბრუნებულიყო, გოგონას ქვითინი ტელეფონში მესმოდა და ისე შევწუხდი, რომ არ მომერიდა და პირდაპირ ვკითხე – რომ დაგიჯეროს და დაბრუნდეს, რომ მოკლას მისმა ქმარმა, შენ აიღებ პასუხისმგებლობას? მისი პასუხი იყო, რომ ქალის ვალდებულებაა თმენაა. ოჯახში ძალადობა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. მას არ გააჩნია კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, კლასობრივი, რელიგიური ან ტერიტორიული საზღვრები. ამიტომ ეს პრობლემა გლობალური ხასიათის მატარებელია. პრობლემის სიმწვავეს განაპირობს ის გარემოებაც, რომ ამ ტიპის ძალადობა ხდება ოჯახში, ოჯახის წევრებს შორის და ფართო საზოგადოებისათვის ხშირად დაფარულია. დღეისათვის მრავალმა სახელწმიფომ აღიარა ოჯახში ძალადობის პრობლემა. ამ ქვეყნების რიცხვშია საქართველოც, რომელმაც 2006 წელს მიიღო კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.”

“ქალებს საკუთარი თავის მართვა არ შეუძლიათ, ინდივიდუალობას ბავშვობიდან საზოგადოებას სწირავენ, სხეულზე „ნებაყოფლობითი” კონტროლი აქვთ დაწესებული და ამას ვერ აცნობიერებენ,” – მითხრა რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ ოფიციალური შეხვედრისას, ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო.
გაეროს დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ, ოჯახში ძალადობას განსაზღვრავს, როგორც “გენდერულ საფუძველზე ჩადენილ აქტს, რომელიც ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს ან შეუძლია მიაყენოს ქალებს, მათ შორის ასეთ ქმედებასთან დაკავშირებული მუქარა, თავისუფლების იძულებითი ან თვითნებური აღკვეთა, განურჩევლად იმისა თუ სად ხდება, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში” საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება, საშუალებას გვაძლევს ოჯახში ძალადობაზე ისე ვილაპარაკოთ, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, ყოველი მესამე ქალი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ცოლები და მეგობარი გოგონები დაუცველნი არიან იმ მამაკაცთა ძალადობისგან, ვისთანაც ემოციურ და/ან სექსუალურ კავშირში იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ღარიბ ოჯახებში გოგონებს შიმშილიც აწუხებთ, რადგან კვების პროდუქტები მამრობითი სქესის ოჯახის წევრებს ერგებათ. დღემდე ასეა საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც (მაგ, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ასე ცხოვრობენ ქალები – ჯერ მამაკაცი მიირთმევს და თუ რამე დარჩა, მას შემდეგ ქალები). ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელსაც ქმარი მუდმივად სცემდა, პატარა ბავშვთან ერთად, გაბედა და წამოვიდა მოძალადისგან, ოჯახმა არ მიიღო, საკუთარმა დამ სახლიდან გამოაგდო. მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით, დადგა ფეხზე. “არ ვიცი, როდის უნდა დამავიწყდეს, ან რამ უნდა გამინელოს ის ტკივილი, როცა საკუთარ სისხლსა და ხორცს აღარ სჭირდები, რადგან თურმე ოჯახი დაანგრიე… არ ვიცი, როდის უნდა დამავიწყდეს, როცა პატარა ბავშთან ერთად, უკანასკნელი იმედიც, საკუთარი და, კარს გიხურავს…” – ამბობს ის. ბევრმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა არც კი იცის, რომ მათ უფლებებს კანონი იცავს. კიდევ ერთმა რესპონდენტმა არ მიმართა სამართალდამცველებს. ის, რამდენიმე წლის განმავლობაში, იტანდა მოძალადე ქმარს, რომელიც გამუდმებით სცემდა მას. რამდენჯერმე ორსულობაც კი შეუწყდა, გაბედა და წავიდა ოჯახის, ნათესაობის წინააღმდეგ და მოძალადე ქმრისგან თავი დააღწია, მეგობრების დახმარებით, ფეხზე დადგა. დღეს ის ბედნიერი ქალია, რადგან ახალი ოჯახი შექმნა და კიდევ ერთ პატარას ზრდის. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ქალებისთვის ყველაზე საშიში გარემო ოჯახია. რადგან მათი უმრავლესობა, სწორედ, ოჯახში ხდება ძალადობის მსხვერპლი. იმდენად ჩაციკლულები ვართ ჩვენს ტრადიციებზე, რომ დროა, მისი რღვევა დაიწყოს… პირველი ნაბიჯი, კი ალბათ მაინც ცნობიერების ზრდაა, საკუთარი უფლებების ცოდნა!
და კიდევ… ქალთა მოთმინება ტრადიციადაა ქცეული, დომინანტი მამა კი არა, ბავშვებისთვის ორივე: დედაც და მამაც უნდა იყვნენ თანაბარი ავტორიტეტის მქონენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდამ წრეზე ვიტრიალებთ – ჩვენი საზოგადოების დომინანტი ხომ დღეს კაცია – ყველგან ოჯახშიც, საზოგადოებაშიც, პოლიტიკაშიც… ცვლილებები ჩვენივე თავიდან უნდა დავიწყოთ, ვიდრე გვიანი არაა, დავარღვიოთ ტრადიციად ქცეული მოთმინება

https://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s