მზე – უახლოესი ვარსკვლავია დედამიწასთან, ყველა დანარჩენი ჩვენგან უსაზღვროდ შორს იმყოფება. დედამიწისთვის მზე – კოსმოსური ენერგიის უდიდესი წყაროა. ის სინათლეს და სითბოს იძლევა, რომელიც ასე ესაჭიროება მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლეს.
მზე – ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია. მზემდე მანძილი ასტრონომული მასშტაბებით ძალიან ცოტაა- სულ 8 წუთი ჭირდება სინათლეს ამ მანძილის დასაფარავად.
5 მილიარდი წელი, ეს ჩვენი მზის ასაკია. მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. საშუალო მანძილი მზემდე 149,6 მილიონი კილომეტრია ანუ 1 ასტრონომული ერთეული. მზე ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრია, რომელიც აგრეთვე პლანეტების, მათი თანამგზავრების, ათასეულობით ასტეროიდების, კომეტების, მცირე პლანეტების, მეტეოროიდების, პლანეტათ შორისი მტვრისა და გაზისაგან შედგება.
მთლიანობაში, მზე დედამიწის ეკოლოგიას განსაზღვრავს. მის გარეშე, ჰაერიც კი ვერ იარსებებდა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებითვის. ჰაერი თხევად აზოტად გადაიქცეოდა გაყინულ დედამიწაზე. ჩვენთის, როგორც დედამიწის მკვიდრებისთის, მზე მნიშვნელოვანია, სულაც იმიტომ, რომ მის გვერდით შეიქმნა ჩვენი პლანეტა, რომელზეც შემდგომ სიცოცხლემ დაისადგურა.
მზე – ჩვენი ვარსკვლავია. მზე, ქარი, ზღვის ტალღები და ბიომასა, ყველაფერი ეს ენერგო ნედლეულად ითვლება. ის ჩვენ გარს გვახვევია და მისი გამოყენებაც საკმაოდ ადვილია. ეს ნედლეული არ საჭიროებს მიწიდან ამოღებას, არ არის რადიოაქტიური და არ გამოყოფს ტოქსინებს. ეს განახლებადი ენერგიაა.
იმისათის, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო დააფასოს და მეტი ყურადღება მიაქციოს ამ სახის ენერგიას, მზის ენერგიის საერთაშორისო ასოციაციის ევროპულმა ფილიალი, 1994 წლიდან, თავისი ნებაყოფლობით, ყოველწლიურად მზის დღეს აღნიშნავს.
ქართველები ოდითგანვე სცემდნენ მზეს თაყვანს. ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი იყო. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები: საერთო ქართული – ბარბალე/ბარბარე, სვანური – ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსებაშუმერულ–აქადურ ეპითეტთან bibbirru – მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.