ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე:“მიწის საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
– სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები;
– ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე;
– შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე;
– სატყეო ტერიტორიებზე მიწათსარგებლობის პრობლემური საკითხები;
– გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ტყის კოდექსის ახალი პროექტი და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემური საკითხი.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ და მიწასთან დაკავშირებული სხვა (მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, ტყითსარგებლობის, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების) საკითხებით, ხართ ჟურნალისტი ან/და წარმოადგენთ მედია ორგანიზაციას, მაშინ ეს სემინარი თქვენთვისაა! მწვანე ალტერნატივა განსაკუთრებით მიესალმება საქართველოს რეგიონებში მომუშავეთა ინტერესს, მონაწილეობა მიიღონ სემინარში.
სემინარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 22 აპრილის 16:00 სთ-ისა,დაადასტუროთ მონაწილეობა ნათია ქსოვრელთან ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73 ან 222 38 74. მონაწილეობის დადასტურების შემდეგ, მონაწილეებს დაეგზავნებათ სემინარის დეტალური დღის წესრიგი.
სემინარში მონაწილეობა უფასოა; საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების მგზავრობისა და თბილისში ცხოვრების ხარჯებს მწვანე ალტერნატივა დაფარავს.
სემინარი გასტანს ორი დღე. პირველი დღე (26 აპრილი, სამშაბათი) დაეთმობა სესიებსა და დისკუსიებს და ჩატარდება თბილისში; მეორე დღეს (27 აპრილს, ოთხშაბათს) კი, სემინარზე განხილული ზოგიერთი პრობლემური საკითხის ადგილზე გაცნობის მიზნით, დაგეგმილია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გასვლა და იმავე დღეს თბილისში დაბრუნება.