RSS

სტიქიის დროს დაზიანებული თსუ-ს ლაბორატორია აღდგენის მოლოდინში

05 აპრილი

ლაბორატორია5 აპრილს, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტმა მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისის, სტიქიურ პროცესთან დაკავშირებით, საველე ლექცია გამართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პედაგოგები, კურსდამთავრებული გეოგრაფები, კერძო სკოლა ,,პრომეთეს“ მოსწავლეები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიდრო-მეტეოროლოგიური ლაბორატორიის აღდგენის პრობლემებზე. დღეისათვის, სასწავლო პროცესი ლაბორატორიაში შეჩერებულია, სტუდენტები ვერ ერთვებიან საველე კვლევებში და ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია 10 თვეა აღდგენას ელოდება. განათლების სამინისტრომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აგრეთვე თსუ-ს თანამშრომლებმა საკუთარი დანაზოგებიდან უკვე გამოყო გარკვეული თანხა, თუმცა პროცესს თბილისის მერიიდან სამშენებლო ნებართვის გაცემა აფერხებს. გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელია ლაბორატორია თსუ-ს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდეს, რადგან სტიქიურად საშიშ მდინარეზე რეგულარულად მიმდინარეობდეს სამეცნიერო დაკვირვებები; სტუდენტები მუდმივად სწავლობდნენ სტიქიური პროცესების კვლევის თანამედროვე და ტრადიციულ მეთოდებს; აგრეთვე ამ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში კვლავ გაგრძელდეს სამეცნიერო შრომების მომზადება საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო დისერტაციებისათვის;

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 05/04/2016 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s