“სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამიშეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად”
ექსპერტების ცნობით, საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა – აჭარაში, ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში,რაჭა-ლეჩხუმში ბზის უნიკალური, 100-200-წლიანი კორომები გახმა. მხოლოდ შარშან გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში მავნებელმა პეპელამ –ალურამ, 3 დღეში ასწლოვანი ხეები გაანადგურა, მათ შორის – დადიანების სასახლის ხეივანი. ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა დაპარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა.
რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი: – ჩვენი ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის ნაწილი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კვლევაც. მძიმე დასკვნა დაიდო. პრობლემისერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სოკოვანი დაავადება ე.წ. ბზის სიდამწვრეა. თელავსა და სიღნაღში პირველად აღირიცხა “ბზის სიდამწვრის” ნიშნები.
ქობულეთის ფიტოპათოლოგიის ცენტრმა ეს დაავადება შეისწავლა და მისი გადაჭრის გზებიც დასახა, ქიმიური პრეპარატებით შეწამვლის გზით,თუმცა, გაირკვა, რომ დაცულ ტერიტორიებზე და ტყეებში ამგვარი მეთოდი არასასურველია.
დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ბმული: http://forestry.cenn.org/index.php/news/rezo-gethiashvili-momkhre-var-bza-sakarantino-nuskhashi-shevides-da-misi-transportireba-aikrdzalos.html