RSS

რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმი

11 მარ

kazreTi 00618 მარტს ქ. თბილისში, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: დიღმის მასივი,ჩაჩავას ქ. #8, მე-3 სართული)  გაიმართება რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმი.

ფორუმი ტარდება პროგრამის „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (Greening Economies in Eastern Partnership Countries – EaP GREEN) კომპონენტის „რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO). ფორუმის ორგანიზებას უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელობა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

შეხვედრაზე განხილული იქნება სამრეწველო საწარმოებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარების შესაძლებლობები და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებელი. წარმოდგენილი იქნება პროექტისფარგლებში ქართულ საწარმოებში განხორციელებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებების პრაქტიკული მაგალითები.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროშიარსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს და მოსალოდნელ ცვლილებებს ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების განხორციელების გეგმისმიხედვით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორების, ასევე სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s