თბილისის ზოოპარკს მალე აქლემი შეემატება, რიგის ზოოპარკი, მარტის ბოლოს, მასთან ერთად სხვა ცხოველებსაც გამოაგზავნის.
თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი, 14 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა გამოთქვეს. მაშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ზოოპარკის 600 მკვიდრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა.
მალე რიგის ზოოპარკიდან ველოდებით თუთიყუშსაც, მალას და ა.შ. ცხოველების ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირია, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ამასაც რიგის ზოოპარკი თაობს.
თბილისის ზოოპარკში კი უკვე მზადაა ვოლიერი თუთიყუშებისთვის, მზადდება ტერიტორიები სხვა ცხოველებისთვისაც.