დღეს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით, იქ, სადაც ტურიზმია განვითარებული – გიდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როდის გაჩნდა ეს პროფესია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ნამდვილად საერთაშორისო ურთიერთობებზეა დამყარებული. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყეს, ამ პროფესიის არსებობაც აუცილებელი გახდა.ჯერ კიდევ გასული საუკუნის, შუა წლებში, გიდის როლის მორგება პრაქტიკულად ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეეძლო, ვინც ისტორიაში ერკვეოდა. ამ პროფესიით ხშირად მასწავლებლები, ისტორიკოსები, ფილოლოგები და სტუდენტები მუშაობდნენ. თუმცა, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, გიდების პროფესიონალიზმზე მოთხოვნები გაიზარდა. გიდობის მსურველს, სათანდო მომზადება უნდა გაევლო. დღეს, გიდებს უნივერსიტეტები ამზადებე. ორი აუცილებელი პირობა გიდად მუშაობის დროს, გარდა განათლებისა, მათ უნდა შეეძლოთ სწორი მეტყველება და უნდა იყვნენ დამწყები ფსიქოლოგებიც.
გიდის დღეს, ბევრ ქალაქში, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ასე, მაგალითად, სლოვაკეთის გიდების ასოციაციამ, ამ დღეს ფეხით გასავლელი უჩვეულო მარშრუტი დაგეგმა. ლატვიის ასოციაცია, მსურველებს რიგაში უფასო ექსკურსიებს სთავაზობს. ხოლო არაბეთში, ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მეჩეთში ატარებენ.
კიდევ ერთი დიდი დღესასწაული, რომელსაც ბევრი გიდი აღნიშნავს, 18 მაისია – მუზეუმების საერთაშორისო დღე.