RSS

მანდაეთის მღვიმეში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები გამოიკვლიეს

18 თებ

12735744_10153962257414310_974881991_nივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის – ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის ზემო იმერეთის ტერიტორიაზეც.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის ტერიტორიაზე, თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გია და გელა ციცვიძეებთან, მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან: გიორგი მუმლაძე და ავთო ციცვიძესთან, აგრეთვე ლადო მუმლაძესა და ადგილობრივ მაცხოვრებელ ბონდო მუმლაძესთან ერთად შეისწავლეს მანდაეთის კარსტული მღვიმე. ადგილობრივმა მოყვარულ სპელეოლოგთა ჯგუფმა, ეს მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრეს და ექსპედიციის მოსაწყობად მიმართეს გიორგი დვალაშვილს. ექსპედიციის მსვლელობისას მღვიმის დიდი ნაწილი შეფასდა, მანდაეთის მღვიმეს მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლილი ქონდა აქამდე ცნობილი, რომელსაც ეწოდებოდა ზაქარიას კლდის შახტი. ამჯერად კი მანდაეთის მღვიმეს აქვს ჩასასვლელი და გამოსასვლელი.

კარსტულ მღვიმეში ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით. მიენიჭა ცნობილი სპელეოლოგის, ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენის, ზემო იმერეთის კარსტის მკვლევარის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი.

მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია ტურისტული ინფასტრქუტურის მოწყობა.

აუცილებელია კარსტული მღვიმის დაცვა!!!.

ფოტო: ლადო მუმლაძე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s