დაავადების გავრცელების პრევენციის მთავარი მექანიზმი გრიპის სეზონური ვაქცინაციაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს:
„გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, მათ შორის დიაბეტით დაავადებულებმა.
მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებზ, გრიპის სიმპტომები გამოჩენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.
დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვს მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილი, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს.
მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა – სიცხის დამწევები, (გარდა ასპირინისა) ტკივილგამაყუჩებლები, ბევრი სითხე და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგრიც არის სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანიო ნახველი, ლეთარგია, ჩილ ბავშვბეში-ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ, დესაჭიროებოდეთ, ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ნათქვამია ცენტრის რეკომენდაციებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს, ვირუსის ლაბორატირიულად დადასტურებას.
„გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაციას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით 20 ათასამდე ადამიანმა ვაქცინაცია უკვე გაიკეთა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ეპიდემიას თებერვლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ.
„ყველა გრიპი არის H1N1 ტიპის, მხოლოდ ერთია H3. ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა ანტიბიოტიკები. ეპიდემია შეიძლება მაშინ იყოს, როდესაც 100 000 კაცზე 500-600 დაავადებული გვყავს. ახლა ეს ნიშნული არ არის. გაციების პიკი თებერვლის ბოლოსკენ იქნება. მენეჯერებს მოვუწოდებ, რომ გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან და გამოჯამრთელებამდე გაათავისუფლონ“. – აცხადებს იმნაძე.