RSS

“ჯორჯიან მანგანეზს” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს

11 იან

marganezi“ჯორჯიან მანგანეზს” 20 იანვრიდან ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს მანგანუმის წამყვანმა მომპოვებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზი”, განაცხადა, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს.

გადაწყვეტილება ძალაში შედის 2016 წლის 20 იანვრიდან.ჭიათურის სამთო გამადიდრებელი კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და არსებული სხვა და სხვა შეღავათები. აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ. “ჯორჯიან მანგანეზის”მიერ მოპოვებული მადნის ჭარბმა მარაგებმა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციურმა პროცესებმა. ,,ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად” განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორმა ველველ ლოზინსკიმ.

“მიუხედავად იმისა რომ ჭიათურაში მანგანუმის წარმოებას 137 წლის ისტორია აქვს და 150 კვ.კმ. ანთროპოგენური ტრანსფორმაცია ძლიერ აქვს განცდილი, მოსახლეობის ძირითადი მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული არის მანგანუმის მადნის წარმობაში, ხოლო ამ ორგანიზაციის გაჩერება და მუშაობის შეზღუდვა გამოიწვევს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარსებას. აუცილებელია ჭიათურა მომავალში არ იყოს მხოლოდ მანგანუმზე დამოკიდებული, მუნიციპალიტეტს ტურიზმის და სხვა დარგების განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს,” – ამბობს გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი და და დასძენს, რომ კომპანიის ფუნციონირება არ უნდა მოხდეს, ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რელიეფის განადგუების ხარჯზე.

შეგახსენებთ, რომ “ჯორჯია მარგანეზს” ლიცენზია საბადოების მართვაზე 2007 წლის პირველი იანვრიდან გადაეცა, 49 წლის ვადით. მათ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვადებულება არ აქვთ აღებული გარემოზე მიყენებული ზარალის გამო.

იხილეთ: https://ekofact.com/2014/05/17/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92/#more-10646

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s