გუშინ, ზვავი ჩამოწვა მდინარე რიონის ხეობაში და ჩაკეტა სამანქანი გზა, გეომოფოლოგიური პროცესი განვითადა შოდა კედლას ქედიდან.
თოვლის ზვავმა ქალაქ ონიდან ღები, ჭიორა, გლოლა, შოვის მიმართულებით მიმავალი გზა ჩაკეტა.
“ეს ადგილი სტიქიური პროცესების აქტიურობით გამოირჩევა და საჭიროებს მეცნიერულ კვლევებსა და შეფასებას,” – ამბობს გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი. ამ მონაკვეთზე წელს თსუ-ს გოეგრაფიის დეპარტამენტი კვლვების ჩატარებას გეგმავს და გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებით გეოეკოლოგიური შეფასება იგეგმება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერსებული პირებისათვის.