ამ წუთებში მუყაოს ოცნების ქალაქში სეტყვააა… მუყაოსგან და ფიცრულებისგან შეკოწიწებულ ქოხებში შეყუჟულ ბავშვებს სცივათ და ეშინიათ…
იქ მაცხოვრებელი როინ გუნდაძე გვწერს, რომ სიცივე თანდათან მატულობს და გაუსაძლისი ხდება. მშობლებს ეშინიათ პატარები არ გაეყინოთ… ორიოდე დღის წინ თითქმის ყველა ოჯახს დაურიგდა ზამთრისთვის საწვავი შეშა, თუმცა ფიცრულებში მაინც გაუსაძლისი სიცივეა.
ფოტო: როინ გუნდაძე