RSS

ერთად ვაკეთოთ სიკეთე – „მუყაოს ოცნების ქალაქში“ სტუდენტებმა საჩუქრები ჩაიტანეს

26 დეკ

aqcia 024გუშინ, 25 დეკემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხელვაჩაურში მდებარე „მუყაოს ოცნების ქალაქის“ პატარებს საჩუქრები ჩაუტანეს – თბილი ტანსაცმელი, ტკბილეული, სათამაშოები და ა.შ. სამწუხაროდ, საჩუქრები ყველას ვერ გაწვდა… ვერც თბილი ტანსაცმელი, რამაც აგრესიაც კი გამოიწვია… ბევრმა პატარამ იტირა კიდეც… აი, დეას, რომელიც სულ სამი წლისაა, ცრემლიც კი არ წამოსვლია… ისე უხაროდა, ჩვენთან საუბარი და თამაში.დეა, დედასთან და თავისზე უფროს დასთან ერთად ცხოვრობს პატარა მუყაოსგან შეკოწიწებულ ქოხში. მისი დაც უსაჩუქროდ დარჩა და დედაც…

aqcia 001დამხვდურებისგან ბევრი უხეშობდა და ტყუოდა კიდეც. სამწუხაროდ, ერთი ქალბატონი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ სამი პატარა ყავდა სახლში ავად… თურმე გვატყუებდა. თუმცა ალბათ, გამართლებაც აქვს მის საქციელს… მასაც ხომ შია… შიათ და სცივათ ძალიან ბევრს და ძალიან ბევრს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ამ ზამთარს გადაურჩნენ.

მუყაოს ოცნების ქალაქში, სადაც, უკვე 500 პატარა ცხოვრობს, ბევრი გულდაწვეტილი პატარა დარჩა, სწორედ, ამიტომ სტუდენტებმა გადაწვიტეს ზაფხულში მასშაბური აქცია გამართონ და  დღესვე დაიწყეს ამისთვის მზადება.

ამ აქციაში მონაწილეობისთვის, კი უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პაწაწინა წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო ბევრი კეთილი ადამიანი შემოგვიერთდება.

მაგრამ „მუყაოს ოცნების ქალაქში“ აუცილებლად იხარებს ნაძვის ხე, რომელიც თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სახელზე დაირგო.

დავტოვეთ “მუყაოს ოცნების ქალაქი” იმ იმედით, რომ 50 პატარას მაინც გავუხარეთ გული, სულ მცირედით მაინც და რამოდენიმე ადამიანი მაინც გათბება ღამე…

და ბოლოს,დიდი მადლობა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უდიდესი მხარდაჭერისთვის… გთავაზობთ რეპორტაჟს:

aqcia 002 aqcia 012 aqcia 014 aqcia 018 aqcia 020 aqcia 033 aqcia 034 aqcia 037

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s