RSS

სამეგრელოს მკვიდრი, საკუთარ ეზოში მოჭრილი შეშის უკანონოდ ტრანსპორტირებისათვის დააჯარიმეს

18 დეკ

111ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში აცხადებენ, რომ სოფლის მოსახლეობის მიერ არც თუ ისე იშვიათად ხდება შეშის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება. მოსახლეობა შეშას  ხშირად სოციალური ჭრის ტყეკაფის გარეთ ჭრის ან კიდევ მიწის იმ ფართობებზე, რომელიც საკუთრებაში დარეგისტრირებული არა აქვთ.

ამ დღეებში სოფელ მუხურში მცხოვრები სერიოჟა ლემონჯავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა შეშის უკანონო ტრანსპორტირებისთვის დააჯარიმა.

სერიოჟას საცხოვრებელი სახლიდან 1,5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მამის სახელზე რეგისტრირებული მიწის ფართობი, სადაც თხილის ბაღია გაშენებული. თხილის ბუჩქებს კი ყოველწლიურად უტარდება სხვლა-ფორმირება, ტოტების გამოხშირვა, რომელსაც მოსახლეობა შეშად იყენებს. სწორედ ამ ტოტების ტრანსპორტირებისთვის შედგა სამართალდარღვევის აქტი, რომელიც 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სერიოჟას მამა ერთი წლის წინ გარდაეცვალა, სერიოჟა კი ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ მიწის ეს ფართობი არ ჰქონდა თავის საკუთრებაში დარეგისტრირებული. გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაციით სერიოჟა ლემონჯავამ უკვე მიმართა საჯარო რეესტრს, რომელიც უახლოეს დღეებში გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს.

სასამართლო კი, სათანადო დოკუმენტების საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ სერიოჟა ლემონჯავას გაათავისუფლებს ჯარიმის გადახდისგან.

გამგებლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სოფლის მოსახლეობის დაახლოებით, 20% შეშას საკარმიდამო მიწის ფართობზე მოიპოვებს, უკიდურეს შემთხვევაში ხეხილსაც  ჭრის საშეშედ. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ენერგიის ალტერნატიულ წყაროს – თხილის ნაჭუჭს მოიხმარს, რომელიც შეშაზე უფრო ეფექტურია და იაფიც. ნაწილი კი შეშას სოციალური ჭრის ტყეკაფში მოიპოვებს ან კიდევ ყიდულობს.

 http://forestry.cenn.org/index.php/news/samegrelos-mkvidri-seriozha-lemonjava-sakuthar-ezoshi-motchrili-sheshis-ukanonod-transportirebisathvis-daajarimes.html

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s