RSS

ინვესტიცია  ყოველთვის არ ნიშნავს კეთილდღეობას – მიწაწართმეული დისველელები

02 დეკ

disveli 006ოლიკო ცისკარიშვილი

სხვადასხვა გათვლებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში, 15 მილიონამდე ადამიანი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს, მიწას, თემს… ხშირად ისინი ბუნებრივი კატასტროფების გამო, იძულებულნი არიან სულ სხვა ადგილს, კლიმატს, გარემოს შეეგუონ და ცხოვრება თავიდან დაიწყონ.

სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, თავი შეიკავონ და დაიცვან მოსახლეობა იძულებით გამოსახლებისა და განსახლებისგან მათი სახლებიდან და მიწებიდან.  ეს ვალდებულება გამომდინარეობს არაერთი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე (საცხოვრებელ ადგილზე) და ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები (სიცოცხლის უფლება, წამებისგან თავისუფლების უფლება, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლება, წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება, საკვების უფლება და ა.შ.)

disveli 019რას ნიშნავს ადეკვატური საცხოვრისის უფლება? – ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ადეკვატური საცხოვრებელი და აგრეთვე უფლება, იყოს დაცული იძულებითი განსახლებისგან, რომელიც პირველი უფლების შემადგენელი ნაწილია. ადეკვატური საცხოვრისის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახლის ქონის უფლებით, ანუ სხვა სიტყვებით, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სახურავის და ოთხი კედლის ქონას. საცხოვრებელი უფრო ფართო მნიშვნელობით უნდა იყოს გაგებული, რაც ნიშნავს, მაგალითად,  იმას, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს იმ გარემოს კულტურული ასპექტები, სადაც ეს სახლი მდებარეობს და ასევე,  ამ თემის კულტურული თავისებურებები, რომელიც იქ ცხოვრობს, ადეკვატური საცხოვრისის ცნება ასევე მოიცავს ადამიანთა ხელმისაწვდომობას ბუნებრივ რესურსებზე, უსაფრთხო წყალზე, ენერგიაზე, სანიტარიაზე, გადაუდებელ დახმარებაზე, ჯანდაცვაზე, სკოლაზე, საბავშო ბაღევსა და სხვა სოციალურ სერვისებზე.

ბოლნისის რაიონში, სოფელ დისველის მკვირდნი, რომლებიც გასული საუკუნის მიწურულს სტიქიური უბედურების შემდეგ, აჭარიდან გადმოასახლეს თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილსაა მოკლებული.

disveli 031მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატური საცხოვრისი უფლება აღიარებულია მრავალი საერთაშორისო თუ რეგიონული შეთანხმებით, ხშირია ამ უფლების ხელყოფის შემთხვევები, სოფელი დისველი, სადაც 90 ოჯახი აჭარელი მიგრანტი ცხოვრობს, ამის თვალნათელი მაგალითია.გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე წლების განმავლობაში იბრძვიან, ორიოდე წლის წინ, სახელწიფომ, ის მიწები, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, ინვესტორს მიყიდა.

„მიწის შეძენისას ან კონცესიის მოპოვებისას ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან მეტ პირობას: დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებები; გარიგება შედგა „თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის“ მოპოვების გარეშე;  წინასწარ, დეტალურად არ შეფასდა ან საერთოდ უგულებელყოფილ იქნა პროექტის სოც., ეკონ. და გარემოსდაცვითი შედეგები, მათ შორის გენდერულ ჭრილში;  შეთანხმების დადების პროცესი არ იყო გამჭვირვალე და ამასთან, შეთანხმებები არ აყალიბებენ ნათლად მხარეთა ვალდებულებებს;  პროცესი არ არის ეფექტური დემოკრატიული დაგეგმვის ნაწილი, მონაწილეობითი; არ ხდება მისი დამოუკიდებელი მონიტორინგი და ზედამხედველობა,“ – ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე.

დისველელებს, სწორედ „მწვანე ალტერნატივის“ ინიციატივით შევხვდით და გავესაუბრეთ.

„ოჯახის წევრები მეცხოველეობით ვირჩენთ თავს, მიწები ორ გექტარ ნახევარი გვქონდა თავიდან, და მერე აგვართვეს. ხორბალი მითესია მიწაზე, სახლისთვის ძლივს მოგვყავს, როგორ უნდა გავყიდო, ოჯახში შვიდი სული ვართ და ჩვენ არ გვყოფნის. იმ მიწას ვიყენებდით, ორ გექტარს ნახევარში 250 ლარს ვიხდიდით, გექტარში 1200 ლარი გვითხრეს და ვერ შევისყიდიეთ, არც სამედიცინო პუნქტია, არც მაღაზია, არც გაზი, არც ბაღი, მარტო სკოლა გვაქვს, – გვიყვება ხულოს რაიონიდან აჭარელი ეკომიგრანტი, 64 წლის, ნათელა აბაშიძე, –  ბავშები ბოლნისში დაგვყვას ბაღში. ჩამოგვასახლეს და გვითხრეს, რომ ყველაფერი პირობები გვექნებოდა, ისეთ სახლებში შევედით არც კარი ქონდა, არც ფანჯარა. ჩვენ თავად მივამატეთ ყველაფერი. პირველად, წყალიც კი ცისტერნებით მოჰქონდათ.“

disveli 037„რესურსებზე საკუთრებისა და სარგებლობის უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანები განწირული არიან შიმშილისა და სიღარიბისთვის. ადამიანები კარგავენ საარსებო საშუალებებს ადმინისტრაციული სისტემის კორუმპირებულობის ან კომპეტენტური ორგანოების უუნარობის გამო, დაიცვან მათი უფლებები. სახელმწიფო მართვის არაეფექტურობა უარყოფითად მოქმედებს სოციალურ სტაბილურობაზე, გარემოს მდგრად გამოყენებაზე, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე,“ – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

მარშუტკას,ბაღის ბავშვები როცა ჩაჰყავს ბოლნისში, იქიდან სკოლის მასწავლებლები ამოჰყავს. სკოლა, სადაც 87 ბავშვი სწავლობს, როცა სასწავლო პროცესს მორჩება, მასწავლებლები იგივე მარშუტკით, ბოლნისში ბრუნდებიან, პატარები კი შინ.

„საკმაოდ კარგი ბავშვები არიან. ბიბლიოთეკა გვაქვს, მაგრამ წიგნები ცოტააა. წელს  8 ბავშვი ამთავრებს სკოლას, – გვიყვება სკოლის დირექტორი მედეა ჯაფარიძე, რომელიც სამი წელია დისველის სკოლაში ასწავლის და გვთხოვს, იქნებ, ვინმეს ხმა მივაწვდინოთ, რომ ბიბლიოთეკა წიგნებით გამდიდრდეს, – „სოფელში ამოდის-ხოლმე ხელისუფლება, გზის თაობაზე გვქონდა შეხვედრა, 2016 წელს ძირითადი გზა გაკეთდებაო, ინფორმაცია მოგვაწოდა, განათდა სოფელი სოფლის პროგრამით. შეშით ვთბებით, გაზი არაა გამოყვანილი, არადა, გაზი სოფლიდან 3-4 კილომეტრშია.“

„წყალი ორ-ორი საათობით გვაქვს დილა-საღამოს, თუ მოვასწარით აღება, ხომ კარგი. ვაგროვებთ რეზერვუარში.პრობლემაა სარწყავი წყალი – არ გვაქვს. მიწას, სადაც მოგვყავს კარტოფილი, სიმინიდ, ლობიო, ვერ ვრწყავთ. წვიმა თუი არ მოვიდა მოსავლის გარეშე ვრჩებით. სოფელში უმრავლსეობა სოციალურ დახმარებას ღებულობს. მესაქონლეობასაც ვერ მივდევთ, მიწა არ გვაქვს და თივაც პრობლემაა. მიწები რომ გაყიდეს, არ ვიცოდით, თორემ შევისყიდიდით როგორმე,“ – გვეუბნება დაწყებითი კლასის მასწავლებელი ცეცხლაძე ეთერი.

„სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ისეთი მიწები, ტყეები და თევზის რესურსები, რომლებიც კოლექტიურ (თემების) სარგებლობაშია. ასევე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა აღიარონ და დაიცვან ამ რესურსებით კოლექტიური,სარგებლობისა და მართვის, მათ შორის, ტრადიციული სისტემები. მიწის, ტყისა და თევზის რესურსებზე საკუთრებისა და ამ რესურსებით სარგებლობის უფლებების გადაცემაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, სახელმწიფოებმა სათანადო ყურადღება უნდა დაუთმონ იმ ადგილობრივი თემების ინტერესებს, რომლებიც ტრადიციულად სარგებლობენ ამ რესურსებით.  აუცილებელია მიწის, ტყისა და თევზის რესურსების შესახებ მუდმივად განახლებადი საკადასტრო მონაცემების არსებობა და ამ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,“ – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

„სახელმწიფოს არ აქვს კანონი, რომ ის მიწა დავაბრუნოთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვინდა მიწა, ალტერნატივა არ არსებობს,“ – წუხან დისველელები.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, დისველელებს შეზღუდული უფლებების გამო, კომპენსაცია უნდა მოითხოვონ, ან წყლით მომარაგება, ანდა სახელმწიფომ აწარმოოს მოლაპარაკება სოკართან, რომ სოფელს ბუნებრივი აირის მოხმარების საშუალება ქონდეს.

„მაშინ 120 ჰექტარი გადმოგვცეს საკარმიდამო ნაკვეთად, სოფელს კიდევ ქონდასარეზერვო მიწა, ეს მიწა მოხსნეს და გადაიტანეს თავისდთან, მიამატეს ასი გექტარიც, რომელიც გამიზნული იყო ახალი კომლებისთვის, გაფართოებისთვის. ახლა ამის არანაირი პერსპექტივა აღარაა… ეხლა გვთავაზობენ, რომ სარეზერვო მიწა, 40 კაცს, რომ ასი გექტარი გვაქს, გადაანაწილონ 85 კომლზე. ანუ ყველაზე გავყოთო…  ჩვენ არ ვართ თანახმა, რომ მიწა დაგვიპატარავდეს, ეს გამოსავალი არაა. ჩვენ პირობებში, როცა სარწყავი არაა გექტარი მიწის ფლობა არაფერს ნიშნავს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ასი რომელიც გაგვიყიდეს, იმ სარეზერვო ასით შეგვივსონ. ეს მიწები რომ გვქონდეს ხორბალის და ქერის დათესვა შეიძლება, სათიბადად შეიძლება გამოყენება, საძოვრებიც არ გვაქვს,“ – ამბობს დისველელი გენადი ცეცხლაძე.

ამ პრობლემებზე გვესაუბრება თითქმის მთელი სოფელი. ხულოს რაიონის სოფელ სხალთიდან გადმოსახლებული 69 წლის გალი ბერიძეც, რომელსაც ოჯახში ორი მცირეწლოვანი ყავს  გვეუბნება, რომ გასული საუკუნის 89 წლიდან არაფერი შეცვლილა.

„პრობლემაა ძალით წართმეული მიწა. სამი ათას გექტარზე ერთი წვეთი წყალი არ გადმოდინდება ესეც პრობლემაა. 2010 წელს მთავრობამ წაგვართვა 102 გექტარი მიწა, წაგვართვა საარსებო საშუალება. ცხვრებივით გამოგვყარეს ყანებიდან. მის მერე ვდაობთ… ეხლა ვისაც დარჩა მიწები იმათ უნდათ, რომ წაართვან… კილომეტრნახევარში გაზია, ხელით გამოვიყვანთ სოფლის ხალხი და აღარც ის შეშა დაიღუპება, აღარც ტყე გაიკაფებაა და ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.“ – გვეუბნება 50 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე გალი ბერიძე, რომელიც ახლა უმუშევარია და სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს.

46 წლის რევაზ შანიძეც, რომელსაც მამა  სტიქიური უბედურების დროს დაეღუპა, სოფლის დაარსებიდან დისველში ცხოვრობს და კვლავ იმ პრობლემებზე გვესაუბრება, რომელზეც მისი თანასოფლელები ჩივიან.

„სტიქიის შემოტევისას, 64 წლის მამა დამეღუპა, 12 მეტრი მიწის ქვეშ მოვძებნეთ. ნაწილი აქ გადმოგვასახლეს, წყალი და გაზი აუცილებლად გვინდა, თუმცა კომპანია არ გაგვიკეთებს, პატარაა სოფელი“ –  არ აქვს ორი შვილის მამას იმედი, რომელიც დისველის ტაძარში  სტიქაროსანია.

სურმანიძეების ოთხშვილიანი ოჯახიც, ხულოს რაიონიდან, 13 წელი დისველში ცხოვრობს.  სახლის კეთილმოწყობა დღემდე ვერ შეძლეს და პაწაწინა ოთხაში შეშის ღუმელს მიფიცხებული პატარები სწავლას თავს არ ანებებენ. ოჯახის შემოსავალი სოციალურ დახმარებასთან ერთად, ნაკვეთში მოყვანილი კარტოფილი და სიმინდია.

„ინვენსციტია ყოველთვის არაა პირდაპირპროპორციული კეთილდღეობის. ერთი და იგივე ტერიტორია, მიყიდეს უკრაინელს, და არა ადგილობრივებს, თუმცა მოსახლეობა შეისყიდიდა ამ მიწას. ხანდახან ინვენსტიცია არაა ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგი.“იმ ინვესტორსაც წესიერად არ მიაწოდეს ინფორმაცია, მერე აღმოჩნდა რომ სარწყავი არ აქვს, ის სარწყავი უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ჭირნახული მოყვანა. ასეთი გაუმჭვირვალე პრაქტიკა, ადგილობრივისთვისაც ცუდია, ეკონომიკისთვისაც, ბუნებისთვის და ინვესტორისთვისაც ცუდია.

„ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ უფრო მეტი ზარალი ნახა, – გვეუბნება “ მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი, – საზოგადოებამ უნდა მიიღოს ყველა ის გადაწვეტილება, რომელიც ჩვენ გვეხება. უნდა გამოვასწოროთ გადაწვეტილების მიღების პროცესები. ინვენსტიცია ყოველთვის არაა პირდაპირპროპორციული კეთილდღეობის. ტერიტორია, მიყიდეს უკრაინელ ინვესტორს, და არა ადგილობრივებს, თუმცა მოსახლეობა შეისყიდიდა ამ მიწას. ხანდახან ინვენსტიცია არაა ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგი, – ამბობს მაჭარაშვილი, – იმ ინვესტორსაც ინფორმაცია წესიერად არ მიაწოდეს. მერე აღმოჩნდა, რომ სარწყავი არ აქვს, ის სარწყავი უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ჭირნახულის მოყვანა. ასეთი გაუმჭვირვალე პრაქტიკა, ადგილობრივისთვისაც ცუდია, ეკონომიკისთვისაც, ბუნებისთვის და ინვესტორისთვისაც.“

 

 

 

დატოვე კომენტარი