RSS

ფოტო კონკურსი ,,გავიცნოთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნება”

01 დეკ

WiaTuraბუნების ძეგლების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საინტერესოა ბუნებრივი რელიეფის უნიკალური ფორმები. თუმცა მათი დიდი ნაწილი მხოლოდ სამეცნიერო წრეებისთვისაა ცნობილი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ფორმებით,  აუცილებელია  საზოგადოებისთვის უცნობი ობიექტების წარმოჩენა, რომელთა შესახებ, ზოგჯერ  მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა ცნობილი.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს სოციალური ქსელის facebook.com საშუალებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნების ძეგლების დამახასიათებელი ფოტომასალებისა და საინტერესო ადგილების შესახებ ინფორმაციის  გავრცელება.

განსაკუთრებით საინტერესოა საზოგადოება რომელ ბუნების ძეგლს თუ პეიზაჟს მიანიჭებს უპირატესობას!!

კონკურსი ტარდება ამა წლის 1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპიკონკურსში მონაწილე პირმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნების ამსახველი ფოტოსურათი (1ფოტო) გამოაგზავნოს მითითებულ ლინკზე.
მეორე ეტაპიწარმოდგენილი ფოტონამუშევრების სოციალურ ქსელში  facebook.com ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები“ განთავსება და ფოტოსურათების მოწონებების (Like) დაგროვება

 

კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.

კონკურსანტების საყურადღებოდ!
1.
ერთპირს შეუძლია მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნების ამსახველი 1 (ერთი) ფოტოსურათიგამოგვიგზავნოს!
2.
თითოეულ ფოტოსურათს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი.
კონკურსის  წესების დარღვევის შემთხვევაში ფოტოსურათი კონკურსიდან მოიხსნება!
3.
ფოტოსურათი ატვირთული უნდა იყოს საიტზე http://www.picz.ge/scripts/up.py?um=image !!

დამატებითი ინფორმაციის თვის მოგვწერეთ სოციალურ  ქსელში  facebook.com ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები“   ან ელ. მისამართზე: dvalageo@yahoo.com

* ნიშნით აღნიშნული გრაფის შევსება  სავალდებულოა!!!

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s