რამდენიმე დღის წინ, „მწვანე ალტერნატივის“ ინიციატივით, ჟურნალისტთა ჯგუფი კაზრეთსა და საყდრისის ტერიტორიებს გასაცნობად ეწვივნენ. მათი ინტერესის სფეროს ამჯერად ის უფრო წარმოადგენდა, როგორ შედეგებამდე მიჰყავს ამ საბადოებზე სამუშაოებს გარემო. სხვა საკითხია რამდენად კანონიერად განახორციელა საყდრისის საბადოს აფეთქება RMG-მ, როცა არც ერთ ფედერალურ სამსახურს, მათ შორის არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამაზე ნებართვა არ გაუცია. აღარ შევჩერდებით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი შეიწირა მავანის ინტერესმა, თუმცა ისევ საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს იქ მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენი ვიზიტისას ნისლიანი ამინდი იყო, მაინც საშინელი მტვერი და ბუღი ტრიალებდა.
წლების განმავლობაში, დასმული პრობლემა ისევ აქტუალურია – რამდენადაა დაცული ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები და რამდენად ახდენს გარემოზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე იქ მოქმედი საბადოების მუშაობა.
ეკოლოგების მტკიცებით, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ისედაც ნათელია, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია და ეს არა მარტო კაზრეთელების პრობლემა…
ჩვენი ვიზიტისას ორივე უბანზე გამალებული სამუშაოები მიმდინარეობდა. ამჟერად, როგორც ადრე, არ გამართულა ხელჩართული ბრძოლა დაცვის თანამშრომლებსა და ჟურნალსიტებს შორის, თუმცა იყო მცდელობა, რომ მუშაობაში ხელი შეეშალათ, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც…
საბადოებზე მუშაობაზე ლიცენზია გაიცემა „სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისთვის“, სამწუხაროდ, ტყე განადგურებულია და კომპანიას ურჩევნია გვირაბების თხრას, პირდაპირ ზევიდან განახორციელოს აფეთქებითი სამუშაოები. რაც განუსაზღვრელ ზიანს აყენებს გარემოს – რომ აღარაფერი ვთქვათ მუშაოიბის გამო დაბინძურებულ ჰაერსა და მდინარეებზე, მიწის ნაყოფიერი ფენა და ტყე ნადგურდება. ნაყოფიერი ფენის აღდგენა კი წარმოუდგენელია. კომპანია, მადნეულის მოპოვებისას, ტერიტორიას სრულიად ანადგურებს.
„ტყე პირწმინდადაც რომ მოჭრა აღდგება, აქ კი დედაქანებამდე არიან ჩასული… ეს არის ტყით სარგებლობის ყველაზე მავნე ფორმა, ამ საქმინობისთვის მათ არ მოეთხოვებათ გარემოზე ზემოქმედებაზე შეფასების ჩატარება და ფაქტობრივად, არის გარემოს შეუქცვადი დეგრადაცია, ის არასოდეს არ აღდგება, ვიდრე დედამიწა იარსებებს,“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი.
საქართველოში, ოქროს მოპოვებაზე მუშაობა, 1950 წლებში დაიწყეს, 70-იანებში სპეციალურად აშენდა დაბა კაზრეთი. მას შემდეგ, ბოლო წლებში 2005 წლიდან დღემდე ე.წ. ფულის მოპოვების ამგვარი გზაა დაშვებული.
1999 წელს მიღებული ტყის კოდექსის მიხედვით, მაღალი დაქანების ფერდობებზე აკრძალული იყო პირველი და მეორე კატეგორიის საქმიანობა. ანუ ამ ტერიტორიაზე წიაღის მოპოვება აკრძალული იყო. ახლა კი წიაღის მოპოვებასთან ერთად, სრულიად ნაგდურდება გარემო.
„საყდრისი იყო ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც აღიარებული ქონდა რუსულ კომპანიას არემ ჯი გოლდსს, და ამაყობდნენ კიდეც რომ ხელი შეუწყეს მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოს აღმოჩენას. მერე კი გადაწვიტეს, რომ კარგ სახელზე უკეთესი, რამდენიმე ტონა ოქროა, და დაიწყეს მტკიცება რომ ეს არაა ძეგლი, მერე ააფეთქეს, და განაცხადეს, კია ძეგლი, მაგრამ უკვე ავაფეთქეთ და დასაცავი არაფერია. ამჟამად კი გამალებული სამუშაოები მიდის,“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, – წიაღის მრეწველობა, ყველაზე მძიმე დატვირთვა გარემოსთვის, ეს იწვევს საბინადრო გარემოს მთლიან განადგურებას. განადგურებულია ფართოფოთლიანი ტყე, შეცვლილია ეკოსისტემა ქვის უდაბნოთი, სადაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარაა. მოპოვების ადგილზეც ხდება დაბინძურება, ჰაერის, ბინძურდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები,“ – ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი და იხსნებეს, რომ გამოსატუტი მოედნის მშენებლობა მანამდე დაიწყეს, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების ნებართვას აიღებდნენ. მის გარეშე ასეთი სახის საქმიანობა, სისხლის სამართლის დანაშაულია. – „გარემოს დაცვის სამისტრომ იმის მაგივრად, რომ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა, შესთავაზე რომ გაეტანათ საბუთები და ხელახლა შეეტანათ განხილვაზე, სადაც ეწერებოდა, რომ უკვე დაწყებული აქვთ საქმინობა. ეს არის, ელიტური კორუფციიის თვალსაჩინიო მაგალითი,“ – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი. სპეციალისტები ამბობენ, რო კულტურულ მემკვიდრეობის ტერიტორიაზე, კომპანიების მიერ დანაშაულია ჩადენილი, ასევე საჯარო სამსახურების მიერ და მათ ეს დანაშაული არ შეიმჩნიეს.
ციანიდებითა და მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყალი როგორც წესი, მიდის მდინარე მაშავერაში და სარწავ სისტემებში. მერე კი ხოლ-ბოსტანში და ჩვენამდე აღწევს. სანაყაროები, – კაზრეთში, კუდსაყარი. ადგილი აბულმუღი…
„კარიერის გადამუშავებით, მძიმე მეტალები ხდება გრუნტის წყლებში, მერე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვისო ძალიან მძიმე შედეგები. ადგილობრივების შრომისა და საცხოვრებელი პირობებიც ძალიან მძიმეა. რუსული კომპანია არემჯის სოციალური პასუხისმგებლობას ვერ . ადამიანები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ,“ – ამბობენ გარემოს დამცველები.
სამწუხაროდ, გვიან, გაცილებით გვიან, მაგრამ მაინც მიხვდება საზოგადოება, რომ ეკოლოგიურ კატასტროფამდე არც თუ ისე შორია….