RSS

ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებები და პრობლემები

23 ნოე

fsiq 001ოლიკო ცისკარიშვილი

„ჩვენ ვცხოვრობთ ფანტაზიებში,“ – მითხრა ათი წლის წინ რეზომ, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და თითქმის არანაირი შანსი არ ქონდა საზოგადოებაში ადაპტირების. ამას წინათ გავიგე, რომ რეზოს ოჯახი შეუქმნია. ეხლაც, როგორც ადრე, იგრძნობს თუ არა, რომ ექიმების დახმარება სჭირდება, მაშინვე სტაციონარს მიმართავს.

ადრე, წლების წინ, არსებობდა ფსიქიატრიული საავადმყოფოები, სადაც უბრალოდ, ცხოვრობდნენ ადამიანები და სტიგმაც დაუძლეველი ჩანდა. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები  სტიგმას იქ აფარებდნენ თავს…

დღეს, საქართველოში, როცა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი, ფაქტობრივად, ასი ათასამდეა (ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს), 12 სტაციონარია და ერთიც კერძო, თუმცა აღარ არის საავადმყოფოები, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, რომელიც ოჯახიდანაც და საზოგადოებიდანაც გარიყულებინ იყვნენ, სახელმწიფო ზრუნავდა მათზე.

„2011 წლიდან, როდესაც მოხდა ფსიქიატრიული სერვისების გადახალისება, ეს მაინც ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა. პირველი ეტაპის ინოვაციური შეიძლება ვუწოდოთ, შეიქმნა რამდენიმე პატარა კერა ფსიქიკური ჯანმრთელობის განსავითარებლად. სტიგმის დაძლევისკენ ძალიან საინტერესო მომენტი იყო, რომ სამ ზოგადი პროფილის საავადმყოფოში შეიტანეს მცირე ფსიქიატრიული დეპარტამენტები – ოცდაათ საწოლიანი, რამაც გაადვილა ხელმისაწვდომობა სერვისების. სხვადასხვა უბანში გაჩნდა არა ერთი დიდი გიგანტური ფსიქიატრიული საავადმყოფო, არამედ გაჩნდა კერა, სადაც ყველა სხვა ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად ადამიანს შეუძლია გადაწვიტოს მენტალური, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაც. ზოგადად ტენდენცია, რომ დიდი საავადმყოფოები არსებობდეს, სადაც ადამიანები იცხოვრებდნენ, ძალიან ძველი სტერეოტიპია. მთელი პროგრესული კაცობრიობა მიდის იმ გზით, რომ მაქსიმალურად დაახლოვოს პაციენტი სოციუმს, ანუ დროულად გამოწეროს საავადმყოფოდან, რომ ამ ადამიანებმა კავშირები არ დაკარგოს იმ სოციუმთან, რომელშიც უნდა გააგრძელოს ცხოვრება. მეორე პოზიტიური ამ რეფორმას ქონდა ის, რომ  შედარებით ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიკური ჯანმრთელობის კერები გაჩნდა (მაგ, რუსთავში). ჩვეულებრივი მოქალაქე, როცა  საავადმყოფოში მიდის, იქვე აქვს შესძლებლობა მიიღოს ფისიქიატრიული სერვისი. ამ სერვისებს დაემატა კრიზისული ინტერვენციის ცენტრი, რომელიც ქავთარაძეზე ფუნქციონირებს. კრიზისი შეიძლება აღმოვჩნდეთ ნებისმიერი ადამიანი – როდესაც ჩემი შესაძლებლობები არ ემთხვევა ჩემს მოთხოვნილებებს, აქედან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს გარდამავალი და წლების განმავლობაში,  არ იყოს საჭირო დინამიური ფსიქიატრიული მეთვალყურეობა. ასევე კარგია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ადაპტირებულნი გარემოში, ზოგადად, საკუთარ მდგომარეობას მართავენ და ხანმოკლე კრიზის შემთხვევაში, დღის სტაციონერს მიმართავენ. ძალიან მალე დაიძვრება ეს პრობლემა. ეს არ გულისხმობს, იმას, რომ მწვავე სიტუაციები არ გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, ნაკლები დაყოვნება მოხდეს სტაციონარში, რათა არ განვითარდეს ინვალიდიზაცია, ანდა ჰოსპიტალიზმის სინდრომი…“ – ამბობს ნინო ოკრიბელაშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამატებს, რომ ფსიქიატრია ეს არა მარტო მედიცინის დარგია, ხშირად ფსიქიატრი არის მედიატორიც კი პაციენტსა და ოჯახს შორის, პაციენტსა და საზოგადოებას შორის.

2013 წლის დეკემბერში, სახელწიფომ რატიფიცირება გაუკეთა შშმ პირების კონვენციას. სახელწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება და ხელი შუწყოს ამ ადამიანთა საზოგადოებაში ცხოვრებას და მაქსიმალურ დამოუკიდებლობას.  კანონი განსაზღვრავს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებას, მაგრამ თუ ის ადამინი საფრთეს არ უქმნის საზოგადოებას, გარშემომყოფებსა და თავის ჯანმრთელობას, მას შეუძლია იცხოვროს, სადაც უნდა.

„ყველაფერში ბალანსი უნდა იყოს დაცული, საზოგადოებას ინტერესებსა  და პაციენტებს ინტერესებსს შორის, მის მკურნალობას სასამართლო წყვეტს, თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ეგ უკვე სხვა საკითხია. პაციენტებს, რომლებსაც არავინ ჰყავთ და წლების განმავლობაში  სტაციონარში ცხოვრობენ, ან ოჯახიც არ იღებს ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ხონის სტაციონარის ბაზაზე თავშასაფრის პროგრამა. (თუმცა, იქაც რიგებია) კარგი იქნებოდა თბილისთან ახლოსაც ყოფილიყო და ამ პირთა დროებით მხარდასაჭერად, ასეთი პროგრამები კიდევ ბევრია საჭირო,“ – ამბობს ლალი წულეისკირი სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, მისი თქმით, მათი უპირველესი მოვალეობაა იმ ადამიანების უფლებების დაცვა , რომლებიც დახურულ ინსტიტუციაშია არიან. სავალდებულოა, მათ იცოდნენ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

რას სთავაზობს სახელმწიფო ფსიქიკური აშლილობის პირებს: ორი პროგრამაა ამბოლატორიული და სტაციონალური. ამბულატორიული არის დისპანსერები და ფსიქოსოციალური  რეაბილიტაცია, გარდა ამისა, არის ამბულატორიული კრიზისინტერვენცია და სულ ახლახანს დაემატა მობილური გუნდები, რომელიც არის თემში არსებული სერვისები, მას მიაწერენ ზოგადი პროფილის სტაციონარში მწვავე ფსიქიტრიულ განყოფილებებს, ასეთი სამია თბილისში. ასევე, პენსია, რომელიც 150 ლარია და უფასო მედიკამენტები. თუმცა, პენსია ყველა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანს არ ენიშნება. ამ ეტაპზე პენსიების მინიჭება ხდება სამედიცინო მოდელით, ანუ შეფასება ხდება დიაგნოზების მიხედვით და არა ფსიქოსაჭიროებიდან გამომდინარე.

ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები და ოჯახში ძალადობა

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ სტაციონარს ყავდა პაციენტი, რომელიც თავის განავალს ჭამდა… მკურნალობიდან სახლში გაწერილი, რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ სტაციონარს უბრუნდებოდა, საქმე კი იმაში იყო, რომ ეს გოგონა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახლდათ და მწვავე ფსიქიკურ აშლილობას უმძფრებდნენ ოჯახის წევრებიც, რომლებიც დაუნდობლად ექცეოდნენ. ცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ… კარგი იქნებოდა, თუკი ოჯახში ძალადობის ცენტრებთან ერთად, (რომელიც იმედია, ყველა ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის), ასეთივე დაწესებულება გაკეთებულიყო, იმ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან.

45 წლის ქალბატონიც, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და რომელიც, დღედღეზე, ხონის სტაციონარში გადავა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და ოჯახის წევრები არა თუ ზრუნავენ მასზე, მისი ქონება და სახლ-კარი გაყიდეს, საზღვარგარეთ წავიდნენ და ის კი ქუჩაში დატოვეს.

ოთხი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის დროებითი მხარდამჭერია ერთ-ერთი სოციალური მუშაკი. სასამართლომ ამ პირების მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ მათ თავშესაფარში იცხოვრონ.

„მხარდამჭერი ვარ, მარტო იმიტომ კი არა, რომ წასასვლელი არსად აქვთ, ისინი ვერ აცნობიერებენ, არაადეკვატურები არიან, საკუთარი მდგომარეობის გამო უკრიტიკოები არიან. ცოდოებია არიან. სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსდებიან. თუმცა იქაც რიგებია,“ – ამბობს ის და იმედოვნებს, რომ 45 წლის სიფრიფანა ქალბატონი, რომელიც არტთერაპიის ოთახში, ხატვით გართული გვხვდება, მალე გადავა ხონის თავშესაფარში, და სტაციონარს, სადაც ახლა 85 პაციენტია დატოვებს. ცენტრი, ამბულატორიულად 6 ათას პაციენტს ემსახურება, თუმცა მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა პაციენტისთვის არაა საკმარისი.

ხშირია, ძალადობა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მიმართ, ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ. „ორმაგი დისკრიმინაცია, როგორც ფსიქიკური პრობლემის მქონე და როგორც ქალი, – ამბობს ლალი წულეისკირი, – სამწუხაროდ, მათ ნაკლებად უსმენენ. გვყოლია პაციენტები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები. ვატყობინებთ უბნის ინსპექტორს. ერთ-ერტი ძლის მიერ იყო ძალადობის მსხვერპლი. პაციენტისგან  ნებართვას ვიღებთ, შეიძლება ამბობდეს, – „არა მეშინია“, მაგრამ ვუსხნით, რომ მას აქვს უფლებები, და ა.შ. ასეთი ადამიანებისთვის თავშესაფარი არ არსებობს, ეს უდიდესი პრობლემაა. არადა, ასეთი შემთხვევები ხშირია. ძალადობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხალხი არ უნდა იყოს გამორჩეული, რადგან ფსიქიკური პრობლემები აქვთ. მათი უფლებები დაცული უნდა იყოს.“

 

მარტო ხატვა და ძერწვა არაა რეაბილიტაცია…

„სახელწიფომ აიღო ვალდებულება რაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ადამიანთა საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებას, მაშინ სერვისები ბევრი უნდ აიყოს, ასევე ამ ადამიანთა ფსიქოსოციალური რებილიტაცია, დასაქმებითი რეაბილიტაცია, დაცული სახელოსნოები, სადაც ისინი რაღაც ხელობას დაეუფლებიან, ან აღიდგენენ უნარებს რაც იცოდნენ. დაცული რომ რეაბილიტაციის გარეშე ძალიან რთულია მკურნალობის გავლის შემდეგ. გამოჯანმრთელება რას გულისხმობს? ეს ადამიანები, რაც შეიძლება მაქსიმალურად რეალიზდნენ და რაც შეიძლება დაავადება დიდხანს იყოს რემისიაში. უნდა იყოს ბევრი სერვისი. უნდა ქონდეთ დაცული საცხოვრისები და ა.შ. გარეთ უნდა იყოს მოვლილი, მოწესრიგებული, რეალიზებული… აკეთოს ის, რაც შეუძლია, რასაც მოერგება,  ხელშეწყობა უნდა მათი უნარების რეალიზებას,“ – ამბობს ლალი წულეისკირი და ამატებს, რომ სოცმუშაკების რაოდენობაა გასაზრდელი. ამ ყველაფერს გამოსავალს კი კადრების მომზადებასა და სახელმწიფოს ინტერესში ხედავს.

მხოლოდ ძერწვა და ხატვა არაა რეაბილიტაცი, ამბობენ სპეციალისტები.  საუბრის თერაპია უცხოეთში ძალიან პოპულარულია.

სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, მუშაობს 45 წლის პიროვნება, რომელიც თავად ფსიქიატრიუკლი სერვისის მომხმარებელია. ის ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებთან  თვითდახმარების ჯგუფს ატარებს. საკუთარი, დადებითი პოზიტიური გამოსავლით ანახებს, რომ არ არის ყველაფერი დაკარგული.  ის მუდამ ეუბნება ჯგუფის წევრებს: თქვენ თუ შეძლებთ თქვენი მდგომარეობის მართვას და ენერგიას ჩადებს და მიიღებ შენ თავს, ისეთს, როგორიც ხარ,  დაეხმარები შენ თავს, რომ იცხოვრო მაქსიმალუარდ დამოუკიდებლად საზოგადოებაში…

„ბევრია დამოკიდებული პაციენტზე, მხოლოდ ექიმი ვერაფერს იზავს, თუ მას მოტივაცია არ ექნება არაფერი გამოვა. რეაბილიტაცია ნებაყოფლობითია, – ამბობს ლალი წულეისკირი – ის კი, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, ამ მოტივაციას უღვიძებს. თვითსტიგმა მაღალია ამ ადამიანებში. ოჯახის წევრებსაც მომავლის იმედი უჩნდებათა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენო ადამიანებს დადებითი მაგალითები… წამალი ვერ ასწავლის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს, კონფლიქტების მართვას, ვერ ასწავლის კომუნიკაციას, უნარებს ვერ შესძენს და ვერც  დაკარგულ უნარებს აღდგენს.“

 

კანონი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო

ამ წლის გაზაფხულზე საკონსტუტუციო სასამართლომ მიიღო კანონი.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებდა „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებისა და ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებულ მრავალმხრივურთიერთობებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, უკრძალავდა ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ  შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების უნარები ინდივიდუალურია. „სულით ავადმყოფობისა“ და „ჭკუასუსტობის“  გამო, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში ჰქონდეთ  ნების გამოვლენის უნარი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ყოველი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უნიკალურია და აუცილებელია არსებობდეს დიფერენცირებული მიდგომა გარიგებების სირთულისა და პირთა გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. პირზე მზრუნველობის ინტერესებსა და მის პირად ავტონომიას შორის ბალანსის დადგენის მიზნით, აუცილებელია, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროება არსებობს გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხიდან გამომდინარე. კანონმდებლობა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს პირის ქმედუუნაროდ ცნობის კრიტერიუმებს. ქმედუუნაროდ აღიარების საკანონმდებლო რეგლამენტაცია უნდა გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით, რათა ზუსტად ასახავდეს პირის საჭიროებებს და ამ საჭიროებებზე მორგებული შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას ქმნიდეს. არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურად, ყოველგვარი გრადაციისა და დიფერენცირების გარეშე ზღუდავდა ქმედუუნარო პირთა უფლებებს. ასევე არ იყო გათვალისწინებული მეურვის მხრიდან ნების ფორმირებაში დახმარებისა და ქმედუუნარო პირის ნების გათვალისწინების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ არათანაზომიერად იზღუდებოდა კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ პრინციპულად უარყოფს ადამიანისთვის ქმედუნარიანობის ჩამორთმევას. კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებით, მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო, ადამიანისთვის არათუ ქმედუნარიანობის ჩამორთმევა, არამედ ქმედუნარიანობის შეზღუდვაც კონვენციით დადგენილი მაღალი სტანდარტების საწინააღმდეგოდ მიიჩნევა.

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტერმინ ქმედუუნაროს ნაცვლად სამოქალაქო კოდექსში შემოდის ცნება, „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები). დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, „მხარდამჭერის მიმღები“ პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება, სასამართლომ დაუნიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.

რაც შეეხება მხარდამჭერის ვალდებულებებს, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირის მხარდამჭერი მოვალეა, თვალყური ადევნოს ასეთი პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, გამოიკვლიოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.

კანონის თანახმად, მხარდამჭერს ნიშნავს სასამართლო, რომელიც ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხარდამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს.

მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ასევე, მხარდამჭერის საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომლის მიზანიც მხარდამჭერის ფუნქციების კონტროლი იქნება. მხარდამჭერი ვალდებული იქნება, ამ ორგანოს მოაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, შემოთავაზებულია გარდამავალი ეტაპი, რომელიც 5-წლიან პერიოდს ითვალისწინებს. შესაბამისად, 2015 წლის 1 აპრილიდან, 4 წლის განმავლობაში, ქმედუუნარო პირების მეურვეები ვალდებულნი არიან, მიმართონ სასამართლოს ინდივიდუალური შეფასებისთვის და მხარდაჭერის ხარისხის დასადგენად.

„მეურვეებს ჯერ სტატუსი არ შეცვლიათ. ყველა მეურვე თავიდან გაივლიან და იქნებიან მხარდამჭერები. ამდენ მეურვეს უეცრად რა შეცვლიდა, ისინი თავიდან უნდა შეფასდეს, რა საკითხში სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება,“ – ამბობს ლალი წულეისკირი.

რაც შეეხება ფსიქიკური პორბლემების მქონე პირთა დასაქმებას. გარდა საზოგადოებაში არსებული სტიგმისა, უამრავი პრობლემაა.

„ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმებას რაც შეეხება.  ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს: ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, დამთავრებული სათემო სერვისების საკითხებით, ვიდრე ეს არ მოგვარდება მაღალ მატერიებზე საუბარი ძალიან ძნელია,“ – ამბობს ლალი წულეისკირი და ფიქრობს, რომ თუ იქნება სახელმწიფოს კეთილი ნება, დაუძლევლი არაფერია.

 

2 responses to “ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებები და პრობლემები

  1. Gorda

    14/02/2018 at 22:16

    ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის სტატისტიკური მონაცემებით 2007 წლის 12 მაისისათვის ჯანდაცვის სამინისტროში აღრიცხვაზე იყო ფსიქიკური აშლილობის მქონე 107000 პირი.
    დღევანდელი მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულია 84000 ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი. საინტერესოა სად გაქრა 23000 ფსიქკური აშლილობის მქონე პირი და თუ ამ საკითხს შეისწავლით, კარგი იქნება. ჩემი მონაცემებით არსებული ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად შექმნილი მძიმე ცხოვრების პირობების გამო გარდაიცვალნენ.

     
  2. მაია

    26/03/2018 at 23:09

    აქ წერია, რომ პენსია 150 ლარია… ჩემს ახლობელს, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს მხოლოდ 100ლარი აქვს და ვერ გავიგე რატომ???

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s