დღეს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 13 ნამუშევარი, რომელშიც „ეკოფაქტის“ ფოტოც შევიდა.
გამოფენაზე, პატივი მიაგეს გუშინ საფრანგეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და დაგმეს ძალადობა და ტერორიზმი.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენამდე გამოცხადდა კონკურსი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მიმდინარეობდა. კონკურსზე ფოტოგრაფებმა ასზე მეტი ნამუშევარი წარადგინეს, ასიდან შეირჩა მხოლოდ 13 ფოტო. უახლოეს მომავალში, გამოიცემა 2016 წლის სამაგიდო კალენდარი, რომელშიც შესული იქნება 13-ვე ფოტო.
გამოფენას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, საელჩოების წარმომადგენლები… ღონისძიებაზე საპატიო ტოლერანტი პოლიტიკოსის ტიტული მიანიჭეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს.
ფოტოებზე, რომელიც გამოიფინა ასახულია საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრება, ყოველდღიურობა, ტრადიციები, თანაცხოვრება.
შეგახსენებთ, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.