RSS

ავღანეთსა და პაკისტანში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

26 ოქტ

avRanetiBBC-ის ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. 

BBC-ს ინფორმაციით, მიწისძვრას პაკისტანში სულ მცირე 40, ხოლო ავღანეთში 20 ადამიანი ემსხვერპლა. საერთაშორისო გამოცემები ასევე წერენ, რომ დიდია დაშავებულთა რაოდენობაც.

BBC–ის ცნობით, სამივე ქვეყნის დედაქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა. მიწისძვრამ დააზიანა საკომუნიკაციო სისტემებიც.

როიტერის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ქაბულის ჩრდილო–აღმოსავლეთით, 254 კილომეტრის დაშორებით.

მიწისძვრისგან დაზარალებულები ჩრდილოეთ პაკისტანში. 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომლის ეპიცენტერი ავღანეთში მდებარეობდა, პაკისტანსა და ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა. 26.10.2015 ©EPA

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s