ბათუმთან ახლოს, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტეროტორია 19 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქ ორი წლის წინ, მუყაოს და ცელოფნის პარკებისგან შეკოწიწებულ ქოხმახებში 300 ოჯახი ცხოვრობდა.
შარშან 600 ოჯახი დამხვდა, წელს, კი მათი რიცხვი 700-მდე გაზრდილა. უკვე ბევრი პატარაც დაიბადა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებაში ბავშთა რაოდენობა 500-მდეა, და ისინი უკიდურეს გაჭირვებას უყურებენ ყოველ დღე თვალებში, თუმცა სოციალურად დაუცველი სტატუსის მცნება მაინც გაუგებარია და მუყაოს ოცნების ქალაქის ქოხმახებს გაყოლილ ბილიკებზე ერთმანეთთან თამაშით ირთობენ თავს…
ამ პატარა დასახლებაში, ძირითადა აჭარელი ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებიც არიან. განსხვავებული რელიგიური შეხედულებები და მრწამსის გამო კონფლიქტი არასდროს მოსვლიათ… პირიქით, ერთად უძლლებენ და გევრდშ უდგანან ერთმანეთს…
აქ მაცხოვრებელთა პრობლემებით დამძიმებულები, სულ ბოლოს, შვიდ შვილიანი ოჯახის კარს მივადექით… სულ პაწაწინა რამდენიმე თვისაა, უფროსი 15 წლის კი ოჯახს გაუთხოვებია უკვე… დანარჩენები ნაწვიმარზე ფეხშიშველები დარბოდნენ ეზოში…