RSS

მუყაოს ოცნების ქალაქი – სამი წლის შემდეგ

08 ოქტ

muyao 0014უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, თუკი ზღვისკენ მიწევს ჩასვლა, აუცილებლად შევურბენ-ხოლმე “მუყაოს ოცნების ქალაქის” მკვიდრებს… აქაურებს ამ წლების განმავლობაში დავუმეგობრდი კიდეც.თუმცა, ის, რასაც მე ვაკეთებ ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რაც მათ შეიძლება ვინმემ გაუკეთოს… ჩემი დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა იმ ადამიანებს, ვისაც მათი პრობლემის მოგვარება შეუძლია.

ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილ 53 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ცხოვრების ორომტრიალს და უსამართლობას ვერ გაუმკლავდნენ. მუყაოს “ოცნების ქალაქში” ადამიანები, 2012 წლის ოქტომრიდან ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია, ზოგიც დევნილია აფხაზეთიდან, ზოგიც კი უბრალოდ, ძალიან გაჭირვებული, ანდა მოძალადე ოჯახის წევრებს გამოქცეული.

ყოფილი სამხედრო ნაწილის ტეროტორია 19 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქ ორი წლის წინ, მუყაოს და ცელოფნის პარკებისგან შეკოწიწებულ ქოხმახებში 300 ოჯახი ცხოვრობდა. შარშან 600 ოჯახი დამხვდა, წელს, კი მათი რიცხვი 700-მდე გაზრდილა. უკვე ბევრი პატარაც დაიბადა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებაში ბავშთა რაოდენობა 500-მდეა, და ისინი უკიდურეს გაჭირვებას უყურებენ ყოველ დღე თვალებში, თუმცა სოციალურად დაუცველი სტატუსის მცნება მაინც გაუგებარია და მუყაოს ოცნების ქალაქის ქოხმახებს გაყოლილ ბილიკებზე ერთმანეთთან თამაშით ირთობენ თავს…

აქ მაცხოვრებელთა პრობლემებით დამძიმებულები, სულ ბოლოს, შვიდ შვილიანი ოჯახის კარს მივადექით… სულ პაწაწინა რამდენიმე თვისაა, უფროსი 15 წლის კი ოჯახს გაუთხოვებია უკვე… დანარჩენები ნაწვიმარზე ფეხშიშველები დარბოდნენ ეზოში…

მათ მეზობლად ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანიც ცხოვრობს, ისინიც სახელმწიფოსგან იგნორირებულნი… თუმცა უძლებენ… უძლებენ…

აქ, ყოველი ახალი დღე – გადარჩენისთვის ბრძოლით იწყება…

მინდოდა რეპორტაჟი გამეკეთებინა, თუმცა ვიფიქრე ორ თემად შეიძლება დაიყოს იქიდან ჩამოტანილი ფოტოები… ასე, რომ გთვაზობთ რეპორტაჟს “მუყაოს ოცნების ქალაქიდან” და მოგვიანებით “ბავშვები მუყაოს ოცნების ქალაქიდან….”

ოლიკო ცისკარიშვილი

muyao 0019

muyao 0026
muyao 0027


muyao 0056

 

One response to “მუყაოს ოცნების ქალაქი – სამი წლის შემდეგ

  1. nazi meshveliani

    08/10/2015 at 12:40

    http://tpress.ge/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A1/

    >Среда, 7 октября 2015, 20:26 UTC от “ეკოფაქტი” : > >ekofact posted: “უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, თუკი ზღვისკენ მიწევს ჩასვლა, აუცილებლად შევურბენ-ხოლმე “მუყაოს ოცნების ქალაქის” მკვიდრებს… აქაურებს ამ წლების განმავლობაში დავუმეგობრდი კიდეც.თუმცა, ის, რასაც მე ვაკეთებ ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რაც მათ შეიძლე” >

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s