RSS

გარემოს ეროვნული სააგენტო (NEA)სტუდენტებს პროფესიული განვითარებისათვის NEAსფეროს სთავაზობს

01 ოქტ

tamaraa 001გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, მთთვის  საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები  და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

„NEAსფეროს“  პირველი სტუმრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იქნება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ  მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირადად მინისტრისგან მიიღონ.

“NEA სფერო“  სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან უმასპინძლებს. მათ, როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ. სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება საკუთარი კვლევები და მოსაზრებები ექსპერტებს გააცნონ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას განცხადებით, სტუდენტებისთვის  „NEA სფეროში“  განსაკუთრებული გარემოა შექმნილი, სადაც მათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეეძლებათ. „ჩვენ ვთვლით რომ უნდა შევუწყოთ სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას, რათა ახალგაზრდებმა სააგენტოს გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს მომავალი შექმნან. ჩვენ ყველა უმაღლეს სასწავლებელთან ვითანამშრომლებთან და მათ სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ჩვენი რესურსებით დავეხმარებით“, – ამბობს თამარ ბაგრატია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s