RSS

თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება

11 სექ

11414563_1065025553527264_1141040764_n13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ფუნქციონირებას კვირას, 13 სექტემბერს განაახლებს. ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის 10:00 საათიდან იქნება ღია. 12:00 საათზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ფოტოგამოფენა და დამსწრე საზოგადოებას ზოოპარკის ხელმძღვანელობა განვლილი 3 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. ვიზიტორები ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერებას და გადარჩენილი ცხოველების მონახულებას შეძლებენ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.

თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე განაგრძობს.

„ზოოპარკის გახსნა სიმბოლურად დაიგეგმა 13 სექტემბერს, როდესაც სრულდება ზუსტად 3 თვე 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოოპარკს დაუბრუნდეს ჩვეული ხალისი და ის კვლავაც იყოს არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების საყვარელი ადგილი. 2016 წლის გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ახალი ცხოველების ჩამოყვანასაც. ამ ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკში უკვე შეგვეძინა რამდენიმე ახალშობილი, ასე რომ, სიცოცხლე გრძელდება. ველით ყველას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ზოოპარკი ისევ ძველებურად ხალხმრავალი ადგილი გახდება“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

 

One response to “თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება

  1. nazi meshveliani

    12/09/2015 at 20:56

    დიდი მადლობა ინფორმაციებისათვის.

    >Пятница, 11 сентября 2015, 13:11 UTC от “ეკოფაქტი” : > >ekofact posted: “13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ფუნქციონირებას კვირას, 13 სექტემბერს განაახლებს. ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის 10:00 საათიდან იქნება ღია. 12:00 საათზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ფო” >

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s