მაშველ-მეხანძრეები ბათუმსა და ფოთში სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნე – . ავრცელებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორ დღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, ფოთის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წუხელ კი, ბათუმში ორ საათიანმა ინტენსიურმა წვიმამ მოსახლეობის ნაწილი დატბორა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
ბათუმში დამატებით მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან. ძლიერმა წვიმამ ფოთშიც დატბორა სახლები და ქუჩები. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები სპეციალური წყალსაქაჩი ტექნიკით მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე.
ფოთსა და ბათუმში სამაშველო, გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები დღესაც გრძელდება.
უხვი ნალექის გამო, პრობლემა გაუმართავი სანიაღვრე კოლექტორებმა გამოიწვია.
პ.ს. მერამდენედ უჯდება სახელმწიფოს სტიქიასთან ბრძოლა გაცილებით მეტი, ვიდრე მანამდე გაწეული სამუშაოები შეიძლებოდა დამჯდარიყო…???
ფოტო: რამაზ საჯაია