RSS

ჭალაათის მყინვარმა, შარშანდელთან შედარებით, 15-ზე მეტი მეტრით, უკან დაიხია

21 აგვისტო

WalaaTi 0005ოლიკო ცისკარიშვილი

სვანეთში, მდინარე მესტიაჭალა წარმოიქმნება მდინარე ლეხზირისა და ჭალაათის შეერთების შედეგად,  ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. ამჯერად ხუთნი ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.

გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა,  იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.

ჭალაათის მყინვარი, რომლისკენაც გულდასმით მივიწევდით,  გამორჩეული მყინვარია და ტყის ზონაში მთავრდება.მყინვარი უკენ იწევს და ტყე ფეხდაფეხ მიყვება. მყინვარისკენ მიმავალ გზაზე უამრავი უცხოელი ტურისტიც შეგვხვდა.

WalaaTi 0004ბოლო მონაცემებით, 1880 მეტრი  ეწერა ენციკლოპედიაში, თუმცა  ბოლო 23 წლის განმავლობაში, მყინვარმა  ზევით აიწია და  შარშან, გეოლოგების კვლევების თანახმად, მყინვარის უკან დახევის მაჩვენებელი  12,5 მეტრი იყო. თუმცა წინა წლებში დაფიქსირდა 15-17 მეტრიანი უკან დახევაც. წელს კი შარშანდელთან შედარებით, მყინვარმა 15,7 მეტრით უკან დაიხია. – გვეუბნება ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. შარშანდელის შემდეგ, ჭალაათის გევრდითა მთიდან, მილიონობით კუბური მეტრი მეწყერია წამოსული და მყინვარამდე მისასვლელი გზა უზარმაზარი ლოდებზე გავლით შეგიძლიათ, თუმცა საფრთილოცაა, რადგან, ქვის მასა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიძრას.

ჭალაათის მყინვარამდე მისასვლელი გზაზე,  მდინარიდან ამოვარდნილი ოხშივარს მნახველი გულგრილად ვერ ჩაუვლის. ა გზად ხშირად ვჩერდებოდით და ტყეში გაჩენილ მავნებლებსა და მწერებს ვაკვირდებოდით, რომელიც თითქმის მთელ ტყესაა მოდებული. ზოგ ადგილებში ხეები ძირფესვიანადაა წაქცეული და ზოგ ადგილას კი სოკოვანი დაავადება ცოცხლად ჭამს ახოვან ფიჭვებს.  დაავადებული ხეები, როგორც შანშან, წელსაც უპატრპნოდ და საცოდავად ყრია ტყეში. (იქნებ, შესაბამისმა სამსახურებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დაავადებული და უკვე წაქცეული ხეები გამოიტანონ ტყიდან და თუნდაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდეს ზამთარში საწვავად და ნეშომპალად არ იქცეს დროთა განმავლობაში).

WalaaTi 0006ზოგიერთი მეცნიერი, ხეების დაავადებას  კლიმატის ცვლილებებს უკავშირებს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აქტუალური არ იყო 20-30 წლის წინ, ამ ბოლო დროს გაჩნდა, კლიმატის ცვლილების შედეგად მწერები, მათთვის ხელსაყრელ პირობებში გაჩნდნენ. ხეები ტყდება ან ძირფესვიანად იქცევა.

გზად ისევ გვხვდებოდა უზარმაზარი ლოდები და ქვები. ამ ქვების მეშვეობით შეგვიძლია შევაფასოთ მყინვარის მოძრაობა. ათი ათასი წლის წინ, მესტიაში, მყინვარი,სასტუმრო თეთნულდთან იყო. ზოგიერთი მყინვარი, სვანეთში, წელიწადში 10-15 მეტრით იხევს უკან. ეს არაა შეუქცევადი პროცესი, შეიძლება მყინვარი წინ წამოვიდეს, ასე მოხდა გასული საუკუნის წინ 70-იან  წლებში. ამ პროცესებში ადამიანის ფაქტორიც ერევა და წინაწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს.

ამ ყველაფრის შედეგად ტყის ზონაც შეიცვალა და ტყის ფართობმაც მოიმატა. კლიმატი რომ შეიცვალა და მყინვარმა უკან დაიხია, ტყის ფართობმაც მოიმატა. ეს მყინვარი ყველაფერთან ერთად იმითაა უნიკალური, რომ ამიერკავკასიაში არც ერთი მყინვარი ასე დაბლა არ ჩამოდის და ტყის ზონაში არ ჩამოდის.

IMG_3495 ეს ხეობა ეკოტურიზმის ყველაზე მიმზიდველი და პოპულარული ხეობაა.

მყინვარ ჭალაათს, ბოლო ორმოცდაათი წელია, ინტენსიურად აკვირდება და სწავლობს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქ დეტალურ კვლევებს აწარმოებს. “კლიმატის ცვლილების თვალსაჩინო გამოვლინება მყინვარი ჭალაათი წარმოადგენს. მყინვარი ჭალაათი ათასი წლის წინ  უერთდებოდა მყინვარ ლეხსირს და ერთად ჩადიოდნენ დაბა მესტიამდე. ეს მონაკვეთი მთლიანად  8 კილომეტრს წარმოადგენს.

მდინარე ჭალაათის ხეობა და ჭალაათის მყინვარი ტურისტული რესურსების შეფასების შემთხვევაში, ძალიან დიდ პოტენციალს მოიცავს. აქ ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს . თუ უფრო გეგმაზომიერად იქნება ეს ტერიტორიები იყოს დამარკული და ამ ხეობაში იყოს გლაციალური პარკი, სადაც ვიზიტორებს ექნებათ საშუალება იმოძრაონ.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საცალფეხო ხიდის მარჯვენა ნაპირზე წელს უკვე გაკეთებულია პაწაწინა კაფე, სადაც სტუმარს შეუძლია შეისვენოს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s