RSS

ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო

21 აგვისტო

IMG_3566შინაგან საქმეთა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს: ამინდის გაუარესების გამო, ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეექვსე სამმართველოს (ბარისახო) პირველი სასაზღვრო სექტორის (მუცო) თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამაშველო განყოფილების რამდენიმე ეკიპაჟი. მაშველები მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.

გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებამდე, შატილიდან სოფელ მუცოს მიმართულებით დროებით შეიზღუდა როგორც საავტომობილო, ასევე ფეხით გადამსვლელთა მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისაგან.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეექვსე სამმართველოს (ბარისახო) პირველი სასაზღვრო სექტორის (მუცო) და დროებითი სასაზღვრო პოსტ „ჰუროს“ თანამშრომლებმა,  მდინარის იქით, სოფელ ხონისჭალაში დარჩენილი 11 ტურისტი:   საქართველოს 2, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  2 და რუსეთის 7 მოქალაქე  უვნებლად გადმოიყვანეს.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s