RSS

ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება

05 აგვისტო

lagodexi 005ლაგოდეხში სარწყავ არხს უერთდება ფეკალური მასა და პირდაპირ მიედინება მინდვრებში, სადაც მოსახლეობას ვენახები აქვს გაშენებული და სიმინდი მოჰყავს.

ფოტოები, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვაწოდა, ნათლად ასახავს გარემოს დაბინძურების ფაქტს, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

lagodexi 001“არხში ფეკალური მასები მოედინება, საშინელი სუნიც დგას. იქ, მოსახლეობა ცხოვრობს,: – ამბობენ ლაგოდეხელები და შესაბამისი უწყებებისგან ზომების გატარებას ითხოვენ. ამას ემატება ისიც, რომ ამ სარწყევ წყლების გამო სახელმწიფო მოსახლეობისგან თანხების გადახდას ითხოვს, მათ შორის, შარშანდელი გადასახადების.

“საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია:

რწყვის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ წტალმომხმარებელს, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ჩვენი კომპანიის მომსახურებით, ფროულად შეავსონ სამელიორაციო მომსახურების გაწევის განაცხადი. აქვე შეგახსენებთ, რომ სამელიორაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობა აღნიშნული განაცხადის რეგისტრაციის გარეშე ითვალისწინებს სანქციებს ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მე-4 მუხლით. “საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის” სამელიორაციო მომსახურეობის ტარიფებია: საირიგაციო მომსახურება – 75 ლარი წლის განმავლობაში განაცხადში მითითებული სიხშირით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მისარებად. საირიგაციო მომსახურებ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – 45 ლარი წლის განმავლობაში განაცხადში მითითებული სიხშირით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე სარწყავ წყლის მისაღებად.სადრენაჟე მომსახურება – 40  ლარი წელიწადში 1 ჰექტარ მიწის ფართობზე.” თუმცა ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. ადგილობრივების თქმით, ფეკალური მასების გამო, მინდორში სიმინდზე მაღალი პრასი იზრდება…

lagodexi 002 lagodexi 004“პრობლემა იმაშია, რომ არ არის მოწესრიგებული სამელიორაციო სტრუქტურა, ფეკალურ მასასთან ერთად, სარწყავი არხი მიედინება სიმინდის მინდვრებში და ვენახებში.საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია მომხმარებელს ავალდებულებს თანხის გადახდას გაურკვეველი მუხლის თანახმად (ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მე-4 მუხლი), ამავე დროს, საშიელი დაბინძურებული გარემო, სუნი, მოუწესრიგებელი სისტემა. შეწუხებულია აღნიშნულით მოსახლეობა და ითხოვენ სინამდვილეში ეხებათ თუ არა ამ ვითარებაში გადასახადის გადახდა.” – ამბობს ლაგოდეხელი ლალი ხუბულოვა.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მოსახლეობას, წლების განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა.

ფოტო ლალი ხუბულოვა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s