
სწორედ მონრეალის ოქმმა დაუდო საფუძველი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც ემსახურება ოზონის შრის შენარჩუნებას და დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენას.
წელს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე მეოცედ აღინიშნება.
საქართველოში ამ თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი”, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა.
გარემოსდაცვითი ინფორმავიისა და განათლების ცენტრი გთავაზობთ შემდეგი სახის კონკურსებს:1. მისალოცი ბარათების დიზაინის კონკურსი
– 2015 წლის 24 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაიმართება კონკურსი საუკეთესო მისალოცი ბარათის დიზაინის შერჩევისათვის ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე;
– საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდება 1 საუკეთესო მისალოცი ბარათის დიზაინი, რომელიც გამოყენებული იქნება 16 სექტემბერს – ოზონის შრის დაცვის თემატიკით მისალოცი ბარათების დასამზადებლად;
– მისალოცი ბარათის დიზაინის მოწოდების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 აგვისტო.
2. პოსტერების დიზაინის კონკურსი
– 2015 წლის 20 ივლისიდან 5 სექტემბრამდე გაიმართება კონკურსი პოსტერების დიზაინისათვის;
– საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნება 3 საუკეთესო პოსტერის დიზაინი, რომელიც გამოყენებული იქნება პოსტერების დასაბეჭდად.
2015 წლის 16 სექტემბერს გაიმართება პოსტერების გამოფენა.
– დაბეჭდილი პოსტერები დარიგდება ოზონის შრის დაცვის კამპანიებში აქტიურად მონაწილე სკოლებში.
– პოსტერების მოწოდების ბოლო ვადაა 2015 წლის 5 სექტემბერი.
3. თემების კონკურსი
– 2015 წლის 20 ივლისიდან 5 სექტემბრამდე ცხადდება საკონფერენციო თემების კონკურსი ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე;
– წარმოდგენილი საკონკურსო თემები შევა 16 სექტემბრის კონფერენციის ელექტრონულ კატალოგში;
– საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნება 10 საუკეთესო თემა სტუდენტურ კონფერენციაზე წარსადგენად;
– კონფერენციაზე წარმოდგენილი 10 თემიდან, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნება 3 საუკეთესო.
– 2015 წლის 16 სექტემბერს გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ოზონის შრე – სიცოცხლის ფარი“. კონფერენციაში მონაწილეობას შერჩეული თემების 10 საუკეთესო ავტორი მიიღებს.
ღონისძიების დღე
2015 წლის 16 სექტემბერს – ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება კონფერენცია თემაზე – „ოზონის შრე – სიცოცხლის ფარი“.
ამავე დღეს გაიმართება გამარჯვებული პოსტერებისა და ნახატების გამოფენა.
გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებითა და სერთიფიკატებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
http://bit.ly/1GK1i3M
მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისის, გულუას ქ. 6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@eiec.gov.ge
გაითვალისწინეთ, რომ პოსტერები და მისალოცი ბარათები მოწოდებული უნდა იყოს JPG ან PNG ფორმატში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ: 5 95 99 99 08, ელფოსტა: natosultanishvili@gmail.com