RSS

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

31 ივლ

xanZariშსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.


მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s