საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში ნამყენი ნერგების, კერძოდ კაკალნაყოფიანი სახეობების – ნუშის, კაკლის, წაბლის და სხვ. გამოყვანა მოხდება.
ინიციატივა სამთავრობო პროგრამის “დანერგე მომავალი” მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულ ნუშის სანერგეში შემოიტანეს ევროპაში ცნობილი კულტურული ნუშის სხვადასხვა ჯიშის სამყნობი კალმები: მონტერეი, ნონპერლე, კარმელი. ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის თანამშრომლებმა სპეციალურად მოწვეულ სასოფლო კოოპერატივის „რ.კ.- ნიქოზის’’ წევრებთან ერთად განახორციელეს ნუშის ნერგების მყნობა.