RSS

დიდი დმანისის მოსახლეობა კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

15 ივლ

gigla dmanisiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ ნანეიშვილთან ერთად დიდი დმანისის (აბულბუქის ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

დიდი დმანისის მოსახლეობამ მინისტრს კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარება სთხოვა. მათი თქმით კომპანიის მუშაობის შედეგად ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი. ამასთან, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც.

მინისტრის გადაწყვეტილებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგს განახორციელებენ და მიღებულ შედეგებს მოსახლეობას სრულყოფილად მიაწვდიან.
შეხვედრის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდ.მაშავერასა და კაზრეთულას რამდენიმე წერტილიდან წყლის და ნიადაგის სინჯები აიღეს.

სინჯებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სააგენტოს ლაბორატორიაში შეამოწმებენ და განსაზღვრავენ ძირითად კომპონენტებს. წყლის სინჯების აღების პროცესს ადგილზე მეცნიერებათა აკადემიის წამომადგენელი ესწრებოდა, რომელიც მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად იქნება ჩართული.

დიდი დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრას, RMG-ის წარმომადგენლები და საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s