13 ივნისის ტრაგედიიდან, თითქმის ერთი თვე გავიდა. სტიქიური მოვლენების გამო, დაიღუპნენ ადამიანები. ეს ტრაგედია უამრავ ადამიანს ფსიქოლოგიურ ტრავმის ფასად და სახელმწიფოს მილიონებით ლარის ზარალად დაუჯდა. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სწორედ, ამგვარი სტიქიური მოვლენების პრევენციაზე გვესაუბრა. თამარ ბაგრატია, ტრაგედიამდე, სულ ორიოდე კვირით ადრე დაინიშნა, იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელიც 1844 წელს დაარსებული საქართველოს ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურის, შავი ზღვის ინსტიტუტისა და გეოლოგიური სამსახურის სამართალმემკვიდრეა.
თამარ ბაგრატია, აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებსაც და მისი მთავარი მესიჯი საზოგადოებისადმი იყო – მეტი ქალი პოლიტიკაში, თუმცა როცა თანამდებობა შესთავაზეს, დადებითი გადაწყვეტილები მიღებამდე, დიდ ხანს ფიქრობდა, რადგან ეს თანამდებობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიით გეოგრაფი თვლის, რომ სისტემის ფუნქციონირების შინაარსობრივ გამართვაში პროფესია დიდ პრივილეგიას ანიჭებს “პროფესიულად შემიძლია განვსაზღვრო სააგენტოს პოლიტიკა, პრობლემები და შესაბამისად, შევეცდები მოვაგვარო,” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
“სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია დავნერგოით თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები, რომელიც არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, დღეს ბევრს საუბრობენ ადრეული შეტყობინების სისტემებზე, შეიძლება თუ არა პრევენცია? რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი მეთოდები. სამწუხაროდ, საქართველოში, ამის გამოცდილება არ გვაქვს. ჩემი მთავარი მიზანია, წარმატებული გამოცდილება დავნერგოთ საქართველოში და გადავიდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სრულიად ახალ ფაზაში. მესმის, რომ ამისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებია საჭირო. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ძალიან ბევრი საინტერესო შემოთავაზება გვაქვს,” – ამბობს თამარ ბაგრატია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, იდეების განხორციელებას გვპირდება. ჩემი მიზანია, გარემოს ეროვნული სააგენტო იყოს ის უწყება, რომელიც თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე, ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგსა და შესაძლებლობიდან გამომდინარე პროგნოზირებას მოახდენს, – “საქართველში, 50 ათასამდე მეწყრული უბანია, მაგრამ როდის მოხდება მათი აქტივიზაცია, ნალექების რა რაოდენობის მოსვლის შემდეგ ან სხვა რა პროცესის განვითარების შედეგად, ამის პროგნოზირება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი შემთხვევებისათვის ტექნოლოგიური საშუალებები არსებობს. საქართველო ძალიან რთული რეგიონია და სხვადასხვა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესები ვითარდება. ასევე იცვლება კლიმატი, ნალექი, რომელიც მოვიდა ვერეს ხეობაში შეიძლება ითქვას, რომ ექსტრემალურად დიდ მოცულობის იყო.
“ყველა მოქალაქეს მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა გარემოში ცხოვრობს, როგორ ჰაერს სუნთქავს, რომელი მდინარეა დაბინძურებული და ა.შ. მაქსიმალურად ხშირი მონიტორინგი უნდა ვაწარმოოთ, რომ მოქალაქეებმა უფლება – ოცოდნენ რა გარემოში ცხოვრობენ, გამოიყენონ. ჩემი აზრით, სააგენტო უნდა იყოს ინსტიტუცია, რომელიც მოსახლეობას არაფერს უმალავს, აწვდის ზუსტ ინფორმაციას გარემოს მდგომარეობის შესახებ, შესაძლებლოების ფარგლებში ახდენს ბუნებივი საფრთხეების პროგნოზირებას, თუმცა ამ მისიის შესასრულებლად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებია საჭირო. სააგენტოს ხელმძღვანელი ამინდის პრონოზირების პრობლემებზეც გვესაუბრება, – “ამინდის პროგნოზირების თანამედორვე ტექნოლოგია მეტეორადარი არ გვაქვს, მართალია ვიყენებთ სხვადასხვა ალტერატიულ საშუალებებსა და მოდელებს, თუმცა რადარის გარეშე მუშაობა დიდ სირთულეებს ქმნის, სააგენტოს თანამშრომლები, უდიდესი გამოცდილების ხარჯზე, ახერხებენ პროგნოზირებას, არ გვაქვს რადარი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ნალექების მოსვლის ლოკალურ არეალების პროგნოზირება მოვახდინოთ. „იმისათვის რომ დავნერგოთ მაგალითად ადრეული შეტყობინების რაიმე ტიპის სისტემა, სხვადასხვა ტიპის მოდელირებებია საჭირო, რომელსაც საკმაოდ მოცულობითი ინფრომაცია სჭირდება სხვადასხვა დროს მოსული ნალექების, ტეპერატურის შესახებ, ჩვენი დაკვირვები ქსელი კი საკმაოდ მწირია. ამ ქსელის გამართვაც ასევე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიმაჩნია,“ – ამბობს იგი, – “ჩვენ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას და მოსახლეობას მუდმივად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს პრობლემაა. მესმის, რომ ამ პრობლემის მოგვარება და პრევენციული ღონისძიებები თანხებს მოითხოვს. მაგრამ ამ შემთხვევაში, სააგენტოს ინფორმაციასა და კვლევებზე დაყრდნობით, შესაბამისმა სტრუტურებმა ბიუჯეტიდან დაფინანსებული პრევენციული ღონისძიებების სწორი დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორედ შერჩევა უნდა მოახდინოს,” – ფიქრობს ბაგრატია და ისევ ვერეს ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ამ გზასთან დაკავშირებული არ არსებობდა, – “რაც შეეხება მშენებლობებს, მოხარული ვიქნებოდი, ნებისმიერი ტიპის მშენებლობისათვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ან სერთიფიცირებული კომპანიის დასკნა თუ აუცილებელი გახდება.” – სააგენტოს ხელმძღვანელი იმ სამუშაოებზეც გვესაუბრა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებთ, – “ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობები. მაგალითად, ყველა მდინარის საფრთხეების შესწავლა გვევალება. ჩვენ კი საბჭოთა პერიოდის მერე მდინარეები აღარ აგვიწერია, სააგენტოში ვამზადებთ ჯგუფს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენს გზამკვლევს და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს – და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: ძალიან მინდა ბევრი ახალგაზრდა დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ, მათთვის ბევრ პროეექტს ვგეგმავ,მინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ გეოლოგის, ჰიდროლოგის, მეტეოროლოგის პროფესიებს.
სხვა სამომავლო უახლესი გეგმები კი ასეთია: ვერის აუზის დეტალურ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ქ. თბილისის გეოლოგიური მონიტორინგი, ადრეული შეტყობინების სისტემების გამოცდილების გაზიარება და დანერგვა, აგრომეტეოროლოგიის კუთხით, სერვისების შექმნა, რომელიც ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სადამკვირვებლო ქსელის გაფართოება. “დონორები, ჰაერის დაბინძურების თანამედროვე აპარატების დადგმაში გვეხმარებიან. ჩეხებთან მალე მოვაწერთ ხელს თანამშრომლობის მემორანდუმს, ვგეგმავთ ფინელებთან მემორანდუმს, ძალიან კარგი კავშირები გვაქვს პოლონელებთან, იაპონელებთან. გვავქვს მიმდინარე უამრავი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით. ჩემი მთავარი მიზანი, ამ კონტაქტების გაძლიერება და ახალი მომხრეებისა და მხარდამჭერების მოძიებაა,” – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი და ფიქრობს, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. “არასამთავრობო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ამიტომ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ მათთან ურთიერთობას, რადგან ექსპერთტა დიდ პოტენციალია კონცენტრირებული”- ამბობს იგი და მიგვიძღვება მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოსკენ, სადაც სამმართველოს ხელმძღვანელი დოდო გვაზავაც რადარების აუცილებლობაზე გვესაუბრება და გვიმხელს, რომ პროგნოზს დასავლეთ საქართველოში ტრაპიზონის რადარზე დაყრდნობით აკეთებენ. “მთა-ხეობის ქვეყანა ვართ და აუცილებელია რადარი,” – გვეუბნებიან სააგენტოს თანამშორმლები და გვიმხელენ უახლოეს პროგნოზს, 13 ივლისს თბილისში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა 25 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ნალექით. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს – აგვისტო შედარებით ცხელი იქნება, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში.